x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსოფლიოს "თოვლის ბაბუები"
თითქმის ყველა ქვეყანას აქვს თავისი საახალწლო ტრადიციები. მათ განუყოფელ ნაწილს კი თოვლის ბაბუა წარმოადგენს. ყველა ქვეყანაში "საახალწლო სტუმარს" განსხვავებული სახელი აქვს, ზოგი კეთილია, ზოგმა კი შესაძლოა ცუდი ხუმრობაც გაგვიკეთოს.

image


გაგაცნობთ "სანტა-ქრისტიანს" ბურუნდის რესპუბლიკიდან (აფრიკა). აფრიკელი კათოლიკეების სანტა ცხოვრობს კილიმანჯაროს მთაზე, რადგან მთელს აფრიკაში ესაა ერთადერთი ადგილი, რომლეზეც არის თოვლი და სანტას შეუძლია მშვიდად და გრილად იცხოვროს.

image


ასე გამოიყურება სანტა ჰავაის კუნძულებიდან. თუმცა ადგილობრივები სანტას აქ კანაკალოკასს უწოდებენ. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ორიგინალ სანტასგან ჰავაელ მეგობარს მას მარტო წვერი აქვს შემორჩენილი.

image

ეს კი სანტა-კლაუსი ავსტრალიიდან. ელფების ნაცვლად მას გვერდს სერფინგინს დაფები უმშვენებენ.

image

ჰოლანდიელი "სინდერ კალასი". გადმოცემის თანახმად, ახალი წლის ღამეს ის ამსტერდამიდან მოცურავს გემით, თუმცა ტრადიციული სატნტასგან განსხვავებით, ის თავად არ არიგებს საჩუქრებს. ამისთვის მას სპეციალური "დამხმარეები" ჰყვანან.

image

ტრადიციული სლავური სტილის მიმდევარი ბელორუსიელი თოვლის ბაბუა.

image

ბაბო ნატალე - ესაა იტალიელებისათვის ძალიან საყვარელი პერსონაჟი. მის კვალს წმ.ნიკოლოზამდეც მივყავართ. ლეგენდის თანახმად ბაბო ნატალე დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა ჩრ. პოლუსზე, შემდგომ კი გადასახლდა ფინეთის ჩრდილოეთში, ლაპლანდიაში.

image

პიერ ნოელი - საახალწლო პერსონაჟი საფრანგეთიდან. ტრადიციის მიხედვით, პიერ ნოელი გადაადგილდება ვირით, აცვია ხის ფეხსაცმელი და ხელში უჭირავს საჩუქრებით სავსე კალათი. სახლში საკვამურის საშუალებით შედის და ანაწილებს საჩუქრებს ბუხართან დატოვებულ ფეხსაცმელებში.

image

დედი ნა ნოლლეგი - ირლანდიელი თოვლის ბაბუა.

image

ტრადიცული რუსული თოვლის პაპა, რომელიც მოგზაურობს თეთრ ცხენებშებმული მარხილით. "სნეგუროჩკა" კი შვილიშვილია, რომელიც მან გზად შემხვედრი თოვლისგან გამოძერწა.

image

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი - სანტა კლაუსი. ტრადიციის მიხედვით, მას აქვს ჭაღარა თმები, დიდი, გაბურძგნული წვერი, აცვია წითელი კურთუკი, შარვალი და ქუდი; ტყავის შავი ქამარი და ფეხსაცმელი. ის მუდამ მხიარული და მომღიმარია. ხშირად ცხვირზე პატარა სათვალეც უკეთია, პირში კი ჩიბუხი უდევს. მას მუდამ თან ახლავს ჯადოსნური ირემი - რუდოლფი.

image

აი შვეიცარიაში კი არ იკმარეს ერთი თოვლის პაპა და გადაწყვიტეს ორი ჰქოლოდათ: იულტომპენი და ჯუჯა იულნისსაარი. ორივე მათგანი ახალი წლის ღამეს კარდაკარ დადის და ტოვებს საჩუქრებს ფანჯრის რაფაზე.

image

სლავური წარმოშობის ხალხებთან ასეთი სახის თოვლის პაპასაც შეხვდებით. მას ეძახიან პაკკაიენე-ს (გამყინავი). ის არის ახალგაზრდა და საკმაოდ განსვავდება ევროპული "სანტებისგან".

image

იამალ ირი - მონღოლეთის თოვლის ბაბუა რაღაცით მწყემსს მოგვაგონებს, რადგან ეს ბაბუა ახალი წლის გარდა მწყემსთა დღესასწაულის სიმბოლოცაა:). იდეაში მას აცვია ფუმფულა ბეწვის პალტო და ახურავს მელიის ბეწვის ქუდი. (თუმცა თანამედროვე ვარიანტმა ბევრი ცვლილება განიცადა).

image

ეჰეე დილ/ჩისჰან - იაკუტელი თოვლის პაპა. ლეგენდის თანახმად მას ჰქყავს უზარმაზარი კურო. ყოველ შემდგომაზე კური გამოდის ოკეანიდან და იწყებს რქების გაზრდას. რაც ურდო დიდი იქნება რქები, მით უფრო გდძელი და ცივი ქინება ზამთარი.

image

ჩინელ თოვლის ბაბუას ჰქვია "მარტივი" სახელი - დუნ ჩე ლაო რენი ან დან ლაოჟენი. მიუხედავად ეგზოტიკური სახელისა და წარმომავლობისა, ის, თავისი არსით, საერთოდ არ განსხვავდება ცნობილი სანტა კლაუსისგან.

image

იოლლოპუკკი კი წარმოშობით ფინეთიდანაა (ფინ - შობის ბაბუა).მისი ქოხი დგას მთაზე. იქ ცხოვრობს მისი ცოლი ნუორი და გნომების მთელი "არმადა" :D. მას აცვია თხის ტყავის ქურთუკი. მის მოახლოებას ბავშვები ზარების რეკვით იგებენ.

image

იაპონიაში "თოვლის ბაბუას" კომპეტენციებს დიდი ხნის მანძილზე ითავვსებდა ღმერთი ჰოტეი იოშო, თუმცა მოგვიანებით გამოჩდა საგაცუ-სანი, რომელიც მთელი კვირის განმვლობაში დადის სახლებში და ულოცავს ყველას ახალ წელს, თუმცა საჩუქრებს არ ტოვებს. თოვლის ბაბუის როლს ითავსებს მისი "უმცროსი" ძმაც - ოძი სანი. ლეგენდის თანახმად მას ზღვიდან მოაქვს საჩუქრები. სწორეს ამიტომ ის ყველაზე მეტად უყვართ იაპონელ ბავშვებს.

image

ახალი წლისა და შობის მთავარ პერსონაჟად დანიაში იულემანდენი გვევლინება, რომელიც ცხოვრობს გრენლანდიაში. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მისწეროს მას წერილი. ზამთრის დადგმოასთან ერთად იულეიმანი ჯდება დიდ მარხილში და დანიის ქალაქებში მოგზაურობს. შობის ღამეს, 24 დეკემბერს, მას ყველა დამჯერი ბავშვისთვის მოაქვს საჩუქრები. თუმცა ამ საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ვერ აღმოაჩენთ. ისინი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლება აღმოჩნდნენ "დუშში", აირღუმელში და ა.შ.

image

ნორვეგიელი თოვლის ბაბუის "მოადგილე" - ნისსი. ის არის პატარა გნომი, რომელიც ცხოვრობ კარადებში და მეგობრობს შინაურ ცხოველებთან. გადმოცემისთანახმად, იმისთვის, რომ ბედნიერი წელი გქონდეთ, საჭიროა მას მიართვათ რაც შიძლება გემრიელი საჭმელი და ტკბილეული.

image

ნიმანდი (არავინ) - გერმანულ საშობაო პერსონაჟთა შორის უძველესია. გერმანელი ბავშვები ხშირად სწორედ მას აბრალებდნენ, როცა რამეს დააშავებენ, გააფუჭებენ ან გატეხავენ. ახალი წლის ღამეს კი ნიმანდი მოდიოდა მხოლოდ იმ ბავშვებთან, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში მისთვის არაფერი დაუბრალებიათ. XX საუკუნის დასაწყისამდე მას გამოსახავდნენ ეპისკოპოსის ფორმით.

image

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისლანდიელებს საერთოდ არ ჰყქვთ არც თოვლის ბაბუა, არც სანტა კლაუსი და არც რაიმე სხვა სახელწოდების ბაბუა. ფოლკლორში ვხვდებით გნომებს, იულე ლადს-ის (საშობაო საძმო) სახელით. ისინი კი მავნებელი და მოუსვენარი არსებები არიან.

image

და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქართული, ტრადიციული თოვლსი ბაბუა, რომლეცი სვანეთის მაღალი მთებიდანაა. ესაა გრძელწვერა მოხუცი, თეთრ ნაბადში.თავზე ახურავს თეთრი სვანური ქუდი.ხურჯინით კი საჩუქრები და ტკბილეული დააქვს: ჩურჩხელები, გოზინაყი, ჩირი და ა.შ.

არსებობს კიდევ უამრავი საახალწლო თუ საშობაო გმირი და ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ქვეყანაში, მათი დანიშნუელება ერთია - შეჰმატონ მხიარულება ამ უსაყვარლეს დღესასწაულს და პატარებს თუნდაც მცირე სასწაულების რწმენა გაუჩინონ.

0
686
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
686
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0