x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
უგემრიელესი "ხორციანი კექსი" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ამ გემრიელი რულეტისთვის საჭიროა შემდეგი

ინგრედიენტები:



*შებოლილი ხორცი ან შებოლილი ძეხვი–350გრ.

*მოხარშული ლობიო ან კონსერვირებული ლობიო–400გრ.

*ყველი–100გრ.

*არაჟანი–100გრ.

*მაიონეზი–100გრ.

*კვერცხი–3ც.

*ფქვილი–1ჭ.

*სოდა–1ჩ.კ.

*კამა–1შეკვრა


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ყველი და შებოლილი ხორცი ან ძეხვი დავჭრათ კუბიკებად.შევურიოთ ლობიო და წვრილად დაკეპილი კამა.

კვერცხი, არაჟანი და მაიონეზი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ სოდა და ფქვილი.ყველაფერი ავურიოთ კარგად.

გავახუროთ აერღუმელი 180 გრადუსზე.კექსის ყალიბში წავუსვათ ზეთი და ჩავასხათ მიღებული მასა და ვაცხოთ 30–40 წუთი.რომ შეგრილდება დავჭრათ და...

image


მიირთვით გემრიელად!


თქვენი მაშა.








2
252
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
252
  
2013, 29 დეკემბერი, 9:58
მართლაც გემრიელია:))
2013, 29 დეკემბერი, 3:57
კაი რამე ჩანს
0 1 2