x
image
worldsport.ge
უელბეკის ტრავმა სერიოზული არაა

image“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, დანი უელბეკის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და 23 წლის შემტევი “ჰალ სიტისთან” სათამაშოდ მზადაა.
პრემიერლიგის გასულ ტურში, “ვესტ ჰემთან” გამართული შეხვედრის (3:1) პირველ ტაიმში, უელბეკმა თავი გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. მე-2 ნახევრის დასაწყისში, ინგლისელმა თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და მას მოედანი დაატოვებინეს.
“უელბეკმა, მუხლში, მტკინვეული დარტყმა მიიღო. რამდენიმე კვირის წინათ, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. დანი ჩვეულად ვარჯიშობს და იმედი მაქვს, რომ ის სათამაშოდ მზად იქნება.” – აცხადებს “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი.
“მანჩესტერი” და “ჰალ სიტი” ერთმანეთს 26 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0