x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
სალათა "ოქროს ნალი"
image
გემრიელი სალათი "ოქროს ნალი" რომელიც დაამშვენებს თქვენს საშობაო მაგიდას და აღაფრთოვანებთ სტუმრებს.


ინგრედიენტები


- ლორი - 100 გრ
- ყველი - 100 გრ
- კვერცხი - 2ცალი
- ბულგარული წიწაკა-1 ცალი
- წითელი ხახვი (პატარა) – 1ცალი
- კამა - 1 შეკვრა
- არაჟანი - 2 ს/კ
- მდოგვი (მზა) - 0.5 ს.კ
- მარილი (გემოვნებით)
- სიმინდი (დაკონსერვებული) – 3 ს/კ
- ზეთისხილი (გაფორმება)


image
დავჭრათ ლორი კუბიკებად.

image
ყველი დავჭრათ კუბიკებად

image


მოხარშული კვერცხი დავჭრათ წვრილად.


image
ბულგარული წიწაკას ამოვაცალოთ გული და დავჭრათ კუბიკებად.

image
წითელი ხახვი დავჭრათ წვრილად.

image
კამა დავჭრათ წვრილად

image
მოვამზადოთ სალათის სანელებლები: არაჟანში დავამატოთ
მდოგვი და მარილი და კარგად ავურიოთ.

image
თასში ჩავყაროთ ჩვენს მიერ მომზადებული ინგრედიენტები
და დავამატოთ გამზადებული სანელებლები და ავურიოთ.

image
სალათი გადმოვიტანოთ თეფშზე და მივცეთ ნალის ფორმა.

image
სალათი ზემოდან მოვრთოთ სიმინდით თანაბრად.

image
და ზემოდან მოვაწყოთ დაჭრილი ზეთისხილი.


ჩვენი ორიგინალური და გემრიელი სალათიც მზადაა.





0
184
7-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0