x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508699
თიკა ჯამბურია ყოფილ ქმარზე: "ბექას ხშირად ჰყავს ასეთი ახალი სიყვარულები"
imageთიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას "წყვილი" მუდამ ყურადღების ცენტრშია. სულ პატარებმა იქორწინეს, სამწუხაროდ მალევე დაშორდნენ. საზოგადოება იმედით შეჰყურებდა ყოფილ ცოლ-ქმარს, ყველას ეგონა, რომ ადრე თუ გვიან შერიგდებოდნენ. ბოლო თვეების მანძილზე ბექა ძალიან აქტიურობდა, თიკას შერიგებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ...

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ წყვილის შერიგება გამორიცხა. ბექაც შეყვარებულია და თიკაც, სამწუხაროდ ერთმანეთზე არა. image

ბექა შეყვარებულია, მისი რჩეული ვინმე ლიკუნა გახლავთ. თიკაც სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მისი რჩეული საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენია.

ბექას მტკიცებით, მას ყოფილ მეუღლესთან მიმდინარე მოვლენებზე და პირად ცხოვრებაზე არ უსაუბრია, თუმცა თიკას იდუმალი რჩეულის ამბავი არ სჯერა, არ გამოვრიცხავ, რომ ნიშნობის ამბავი ტყუილი იყოსო.


თიკა უარყოფს, რომ მისი ნიშნობის ამბავი მოგონილია, ბექას ძალიან ხშირად ჰყავს ასეთი ახალი სიყვარულები და ნიშობის ამბავს მაგიტომ ხომ არ მოვიგონებდიო.

შეგახსენებთ, რომ წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ნინა. გოგონა სულ პატარაა, მაგრამ უკვე შესანიშნავად მღერის, კარგი სმენა აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თიკასა და ბექას შორის მესამე ადამიანი ჩადგა. მომღერალმა კი ქმარს ღალატი არ აპატია. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები... image

0
262
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0