x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508632
კომბოსტოს კორეული სალათა

imageინგრედიენტები:


- 1 თავი კომბოსტო.
- 2 ცალი კიტრი.
- 2 ცალი პომიდორი.
- 2 კბილი ნიორი.

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ გრძლად და წვრილად და გადავიტანოთ ჯამში, სანამ პომიდორს და კიტრს დავჭრით და ჩავყრით კომბოსტოსთან ერთად ჯამში, მანამდე კომბოსტოს მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი, რადგან კომბოსტომ გამოუშვას ცოტა წვენი, რომ უფრო გემრიელი და არომატული იყოს. ასევე შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი ძმარი და ამოვურიოთ კარგად. ასევე დავჭრათ კიტრი კანიანად ცოტა სქლად, ასევე პომიდორიც და ჩავყაროთ კომბოსტოსთან, დავჭრათ ორი კბილი ნიორი და დავუმატოთ. ცოტაოდენი ზეთი მოვასხათ, შავი პილპილი და ცოტა წითელი წიწაკა მოვაყაროთ სიცხარისთვის. ამ ყველაფერს ამოვურიოთ და სალათიც მზად არის.


მიირთვით გემრიელად!


1
222
6-ს მოსწონს
ავტორი:სნეგურაჩკა
სნეგურაჩკა
222
  
2013, 24 დეკემბერი, 15:15
ნამ ნამ:))
0 1 1