x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
საახალწლო სალათი "ყურძნის მტევანი" (მაშას რეცეპტებიდან)
image

მოვამზადოთ საახალწლოდ პიკანტური და ულამაზესი ქათმის სალათი.ამისთვის დაგვჭირდება შემდეგი

ინგრედიენტები:



–400გრ.შებოლილი ქათმის ფილე

–300გრ.მაგარი ყველი

–300გრ შავი ყურძენი

–3ც.მოხარშული კვერცხი

–მაიონეზი

–ოხრახუში


მომზადების წესი:

*ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად.

*ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე.

*მოვხარშოთ კვერცხი.გავფცქვნათ და გავაცალკავოთ კვერცხის ცილა გულისგან და გავხეხოთ წვრილ სახეხზე ცალ-ცალკე.

*ყველიც გავხეხოთ სახეხზე.

მოვაწყოთ გაშლილ თეფშზე შემდეგი მიმდევრობით ჩვენი სალათი:ჯერ გახეხილი ცილა, შემდეგ დაჭრილი ქათმის ფილე, გახეხილი კვერცხის გულები, გახეხილი ყველი, თითოეულ ფენას გადავუსვათ მაიონეზი.

სალათს თეფშზე მივცეთ ყურძნის მტევნის ფორმა და მთელ პერიმეტრზე მოვაწყოთ გაჭრილი ყურძნის მარცვლები.გააფორმეთ ოხრახუშის ფოთოლით, გააცივეთ მაცივარში და ისე მიიტანეთ სუფრასთან.შემდეგ კი...

image

მიირთვით გემრიელად!



თქვენი მაშა






0
168
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0