x
საქართველო

image










საქართველოვ მე წარსულის დიდებანი ვიცი შენი.

ვიცი როგორ გიკორტნიდა სვავებივით გულმკერდს მტერი.

წასაგლეჯად, რომ უმზერდნენ შენს მთებს, მინდვრებს, იალაღებს.


ვერ დაუთმობს ერი ვერას და აისხამს იარარებს.

მოსდგომია შენს ნაპირებს შაჰები და ყაენები.

ზეცავ მშვიდო მოლოდინის საბრძოლველად გაელვდები.

ოღონდ გვიხმე მამულო და ჩვენ აქა ვართ ნუღარ გვეძებ.

და მტერს შენსას ცხრა მთას იქეთ სამარცხვინოდ გავაძევებთ.

ხარ ბებერი ვით სამყარო მერამდენე საუკუნის.
შენ ღმერთი ხარ, ჩემი ღმერთი, მარადის და უკუნის.

თუ სპართელნი ბრძოლის შემდგომ ბრუნდებოდნენ “ფარით ფარზე''.

ჩვენთან დედას ცხრა ესვენა გარდაცვლილი შვილი მკლავზე.

ცხრავეს შენი სიყვარული ჰქონდათ იყვნენ დაგეშილი.

ვახ სიკვდილო, სიბნელეო, წამიყვანე არ გეშინი.

სულ ერთ წამში შესძლებიათ თავგანწირვა არაგველებს.

ო, წარსული შენი მიყვარს, იმედს მაძლევს არ მაბერებს.

image

მჯერა ისევ ერთად შეგვყრის დიდგორი და ბასიანი.

დღეს მახვილი მობჯენილი სასტიკი და ბასრი არი

მაგრამ იცი საქართველოვ შენ მფარველად გიდგას ღმერთი

ის მოგივლენს გმირებს ათასს, თავგანწირვით უძგერთ მკერდი.

შეიცვალა თუმც ეპოქა სხვა სიბრტყეში გადავედით.

შენს მომავალ კვლავ მიუძღვის წინ სიონი ალავერდი.
image

და შენ ჰეი ქართლის შვილო ხელდაკრეფით რას უზიხარ?!

განა დედას უსაქმური ცხოვრებისთვის გაუზრდიხარ?!

რა გასწავლა დედამ შენმა არ იბრძოლო დანებდიო

თუ შენს მამულს გაუფრთხილდი მის სიგრძე და განემდიო?!

წერტილივით ამჩნევიხარ საძიებელ ცისფერ ატლასს.

ერთ ღამეში შესძლებია თავგანწირვა ასი ათასს.
საქართველოვ იბრძვის აწმყო და მომავალს შენსას ვხედავ.

ვხედავ, როგორ ძლიერდები და სიავეს ვერვინ ბედავს.

ვხედავ, როგორ ანგრევს ჟამი ერთ დროს ძლიერ იმპერიებს.

განსაცდელის ჟამს მისულნი მცირედსაც ვერ იგერიებს.

და მათ შორის ვხედავ ვარსკვლავს ცის სიღრმეში, რომ კიაფობს.

ის შენია ახალგაზრდა, შემართებით გზებს მიაპობს.

გამარჯვების სიდიადეს შენ აჰყავხარ სხვებზე მაღლა.

მეფესავით გიდგას ტახტი დაიმშვენე ღირსი მყავრახ.
image
















2
13
2-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა5555
გოჩა5555
13
  
0 1 2