x
სასწაულის მოლოდინში
სასწაული მინდა მოხდეს.

შენი საფიცარი გავხდე.

მაგრამ ეხლა ამ სიშორეს

ფურცელივით ვეღარ დავხევ.


სასწაული მინდა მოხდეს

ცამ ითოვოს არ მაციოს.
და თვალებმა მაძებარი
სხივი ჩემ მზეს დაგაწიოს.

image












სასწაული მინდა მოხდეს,

გიპოვო და მიღიმოდე,
ვიდრე მოვა სხვა ზამთარი
იზაფხულო გვირილობდე.

სასწაული მინდა მოხდეს
ვკვდებოდე და ვიღიმოდე.
და შენ ისევ იზაფხულო
ჩემ საფლავზე გვირილობდე.

image


სასწაული მინდა მოხდეს
მაგრამ ამის დაჯერება.
ისე მიჭირს ვით სიშორე.
სულის კვდომა, დაბერება.
მაგრამ ეხლა რომ გინატრე.
და რომ ხვალაც ნატვრა მოვა.
სასწაული არის ალბათ
და ლამაზი როგორც თოვა.
image

2
45
4-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა5555
გოჩა5555
45
  
2014, 19 მარტი, 20:03
დიდი მადლობა :)
2014, 18 მარტი, 14:27
შენში უკვე მოხდა სასწაული.სიყვარული შეძელი.ამას შენი ლექსები ამხელენ.
0 1 2