x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
უგემრიელესი ბრაწულა–ღორის ხორცი პომიდორთან და ყველთან ერთად(მაშას რეცეპტებიდან)
imageახლოვდება ყველასთვის საყვარელი შობა-ახალი წელი.შობის დღესასწაულს, რომელსაც ქართველები ოდითგანვე ღორის დაკვლით ხვდებიან უხდება ღორის ხორცისგან გამზადებული მრავალი გემრიელი კერძი.გურმანებს მე შემოგთავაზებთ კიდევ ერთ გემრიელ ბრაწულას რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი სწორედ ღორის

"корейка"არის.შევუდგეთ მის მომზადებას.ძალიან მარტივი მოსამზადებელია.ამისთვის ჯერ მოვიმზადოთ საჭირო

ინგრედიენტები:



*ღორის ხორცი–500გრ.

*პომიდორი–2-3ცალი

*ხახვი–1-2 თავი

*ნიორი–2-3 კბილი

*მაგარი ყველი–200-250გრ.

*მაიონეზი–200-250გრ.

*ოხრახუში–2-3ფოთოლი

*ზეთი(ყალიბში წასასმელად)

*მარილი და შავი წიწაკა–გემოვნებით.


მომზადების წესი:

ღორის ხორცი გავრეცხოთ, შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცით, დავჭრათ5-7მმ სისქის თხელ ნაჭრებად. პოლიეთილენის პარკში გახვეული დავბეგვოთ ფრთხილად თითოეული ნაჭერი ღორის ხორცი.მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკა და მოვაწყოთ ცხიმწასმულ ყალიბში.image


ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ

მეოთხედ რგოლებად, ნიორიც

გავფცქვნათ და დავჭრათ წვრი-

ლად.პომიდორი გავრეცხოთ,

მოვაჭრათ ბოლო და დავჭრათ 5-7მმ-ის რგოლებად.ოხრახუშიც

დავჭრათ წვრილად.

დაჭრილი ხახვი არეულად მოვაყა-

როთ თითოეულ ხორცის ნაჭერზე.

image




ხახვს ზემოდან დავადოთ 1-1, 5

ს.კ მაიონეზი და ავურიოთ კოვ-

ზით ფრთხილად.

%თუ მაიონეზი ძალიან სქელია,

შევათხელოდ ანადუღარი წყლით.

image






თითოეულ ხორცის ნაჭერზე მოვაწ-

ყოთ 1-2 ნაჭერი პომიდორი, მოვაყა-

როთ მარილ და წიწაკა.მოვაყაროთ

წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხ-რახუში.image




პომიდორს ზემოდან მოვაწუწოთ

ისევ ცოტა მაიონეზი.

image










ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის

სახეხზე და სქლად მოვაყაროთ

თითოეულ ნაჭერ დაბეგვილ ხორცს.

image















წინასწარ გავახუროთ ღუმელი 180°C–დე და გამოვაცხოთ ჩვენი გემრიელი ბრაწულა 30-35წთ-ის განმავლობაში.როცა ყველა გადაიბრაწება უკვე მზადაა, გამოიტანეთ და 10 წუთის შემდეგ...

image


მიირთვით გემრიელად!


მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით!



თქვენი მაშა

0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0