x
image
worldsport.ge
პარდიუ სტივენ ტეილორს არ უშვებს

imageინგლისის “ნიუკასლის” მთავარ მწვრთნელ ალან პარდიუს სურს, რომ სტივენ ტეილორმა, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებმა, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბოლომდე იბრძოლოს.
27 წლის მცველმა ტრავმა მოიშუშა, მაგრამ შემადგენლობაში ვერ ხვდება. შედეგად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ იანვარში ფეხბურთელი განათხოვრების წესით სხვა კლუბში გადავიდოდა, მაგრამ პარდიუს ამასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.
“სტივენი საოცარი ფეხბურთელია და ის სათამაშოდ მზადაა. მას მოედანზე ყოფნა სურს, ზუსტად ისე, როგორც მაპუ იანგა-მბივას, ჰატემ ბენ არფას და პაპის სისეს. და ახლა მე რა უნდა ვქნა? რადგან მათ თამაში უნდათ ყველანი სხვა გუნდებში გავანათხოვრო? რაღა თქმა უნდა არა და მათ უნდა იბრძოლონ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად. აქ ტეილორი გამონაკლისი ვერ იქნება” - განუცხადა The Times-ს პარდიუმ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0