x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მაკარონის მობრაწულა ხორცით
ინგრედიენტები:

● ფარშირებული ხორცი - 500 გ.

● მაკარონი - 400 გ.

● კვერცხი - 1 ცალი


● გახეხილი ყველი - 100 გ.

● სტაფილო - 1 ცალი

● ხახვი - 1 ცალი

● ნიორი - 2 კბილი

● ოხრახუში - 4 ცალი

● მცენარეული ზეთი - 3 სუფრის კოვზი

● მარილი და პილპილი - გემოვნებით


Макаронная запеканка с мясом


მომზადება:

სტაფილო, ხახვი, ნიორი და ოხრახუში დავჭრათ წვრილად. ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში და შემდეგ დავუმატოთ ნიორი და ოხრახუში. ასე გავაჩეროთ კიდევ ერთი წუთი და დავუმატოთ ხორცი და კვერცხი. ამასობაში მარილიან წყალში მოვხარშოთ მაკარონი. მოხარშვის შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი (ეს დაეხმარება გაგრილებაშიც და აღარც ჩაცომდება). შემდეგ მაკარონი მოვათავსოთ ოთხკუთხედ, მაღალ ჭურჭელში ისე, რომ შევავსოთ 1/3-ით. მეორე ფენად განვათავსოთ მიღებული მასა, რომელსაც ზემოდან დარჩენილ მაკარონს მოვაყრით (შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენიმე ფენა). მიღებულ კერძს ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში 190 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.



გემრიელად მიირთვით

















0
462
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0