x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
გმირი ძაღლი – ბალტო

image1959 წელს დასახლება ნომში დიფტერია მძვინვარებდა. ამ დაავადებით ბავშვები ავადდებოდნენ. ყველა მიმდებარე საავადმყოფოს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ვაქცინა. ტელეგრაფით სხვა ქალაქებთან დაკავშირების შემდეგ გაიკვა, რომ ვაქცინა მხოლოდ ერთ ქალაქში – ანკორიჯში დარჩა. ეს ქალაქი კი ნომიდან ათასობით მილის დაშორებით მდებარეობდა.


ყინულის შტორმი და ქარიშხალი თვითმფრინავებს აფრენის საშუალებას არ აძლევდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვაქცინა მატარებლით ნენანამდე მიეტანათ, სწორედ აქ მთავრდებოდა ლიანდაგი. ნენანასა და ნომს 1000 კილომეტრზე მეტად გადაჭიმული ყინულის უდაბნო აშორებდა. ნომის მაცხოვრებლებმა გამოსავალი იპოვეს: მათ შეკაზმეს ძაღლების მარხილი და გადაწყვიტეს ამ საშუალებით ჩამოეტანათ ვაქცინა.


გზას რამოდენიმე მარხილი გაუდგა, მაგრამ ბევრი გზიდან უკან დაბრუნდა, რადგან ყინულიან ქარიშხალში თითქმის შეუძლებელი იყო გზის გაკვლევა. დანიშნულების ადგილას პირველი გუნარ კასსენი მივიდა, თუმცა უკანა გზაზე ყინვისაგან პარალიზება მიიღო, რის გამოც ძაღლებს ვეღარ მართავდა. სწორედ გუნარ კასენის მარხილში იყო შებმული ბალტო.


გუნარ კასსენმა ბავშვების გადარჩენის ყველა იმედი დაკარგა. სწორედ ამ დროს ბალტო გამოვიდა ლიდერის როლში და მარხილი ნომისაკენ წამოიყვანა. ძაღლს გზა ახსოვდა და დასახლებამდე არ შეჩერებულა. ნომში ჩასვლისას ძაღლები იმდენად იყვნენ დაქანცულები, რომ ყეფასაც ვეღარ ახერხებდნენ. ასე გაადაარჩინა ერთმა ძაღლმა ათობით ბავშვი.

1
417
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
417
  
2013, 15 დეკემბერი, 20:53
ვენაცვალე ბალტოს:(
ძაღლები როგორი ერთგულები არიან
0 1 1