სიახლეები მარშალ გელოვანის გამზირზე აუდის ახალი ცენტრი შენდება ® 2013, 13 დეკემბერი, 13:18 თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდის - აუდის ახალი ცენტრი აშენდება. შოურუმში წარმოდგენილი მანქანების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველი კომპლექტაციის ავტომობილი შეუკვეთოს. აუდის ახალი ცენტრი საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი იქნება, სადაც ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებული ავტო სერვისი მოგემსახურებათ. ასევე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ორიგინალი სათადარიგო ნაწილები შეიძინონ. ახალი ცენტრი აღჭურვილი იქნება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მწარმოებლების უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი მოწყობილობა – დანადგარებით. 340 2-ს მოსწონს
|