სიახლეები 2014 წლის განახლებული Kia Optima ® 2013, 13 ნოემბერი, 14:51 2014 წლის Kia Optima ბიზნეს კლასის სედანის მესამე თაობის განახლებული ვერსიაა.Kia-ს ავტომობილები გამოირჩევა დიზაინით, რისი დასტურიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოა (Red Dot Design Award, IF Design Award).Kia-ს ბოლო დროინდელი მოდელების ასეთი წარმატება და ეფექტური გარეგნობა აუდიდან კორეულ კომპანიაში გადმობირებული მთავარი დიზაინერის – გერმანელი პიტერ შრეიერის დამსახურებაა. 2014 წლის Optima-ში კომბინირებულია სტილი და ფუნქციონალურობა.დიზაინის დახვეწასთან ერთად ის ინარჩუნებს ორიგინალ სახეს.Kia-ს დიზაინერთა ჯგუფმა განაახლა წინა და უკანა LED ფარები, რომლებიც განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს მოდელს.Optima–ში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები, როგორიცაა Nappa-ს ტყავის სავარძლები, რომელთა პრემიუმ ხარისხი პირველივე შეხებისას იგრძნობა. 890 1-ს მოსწონს
|