x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გამოიგონეს პიცის მცხობელი და გამყიდველი აპარატი.
ტექნიკური სიახლეები დღითიდღე რომ იზრდება, ეს ყველას კარგათ მოგეხსენებათ, დღეს კი სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მცხობელი და გამყიდველი პიცის აპარატი სახელწოდებით Let's Pizza, რომელიც 3 წუთში აცხობს ოთხი სახეობიდან ერთ-ერთ თქვენს სასურველს. რამოდენიმე ქვეყანაში იგი სავაჭრო ცენტრებსა და ოფისებში უკვე არსებობს.



image



ეს არაჩვეულებრივი აპარატი რამოდენიმე წელია რაც იტალიაში გამოიგონეს და ამ წლის მარტში კი უკვე გაუჩნდა აპარატს ოფიციალური დისტრიბუტორი რუსეთში.



ავტომატი მსურველს სთავაზობს პიცის ოთხ სახეობას: ყველის, ძეხვის, ლორის და ასორტის. მსურველს ასევე სურვილისამებრ შეუძლია სხვა ინგრედიენტებიც მიუთითოს, მისცეს ცხობას და საკუთარი თვალი ადევნოს აპარატს მინიდან თუ როგორ აცხობს ცომს, რთავს შესაბამისი პროდუქტით, აცხობს, დებს კოლოფში და გამოაქვს გარეთ. და ეს ყველაფერი მხოლოდ 140 რუსული რუბლი ღირს.



image

მარტის შემდეგ პიცის 200 ავტომატი გაიყიდა რუსეთში, სამწუხარო კი მხოლოდ ის არის, რომ მისი ქირაობა შეუძლებელია, აუცილებლად უნდა შეიძინონ.


image


სწრაფი კვების და მითუმეტეს პიცის მოყვარულებისთვის ძალზე კარგი სიახლეა და ვიმედოვნოთ, რომ საქართველოშიც მალე შემოვა ეს არაჩვეულებრივი Let's Pizza.

6
125
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
125
  
2013, 13 დეკემბერი, 17:37
იმედია, ადამიანის სრულად შეცვლას ვერ შეძლებს. ამ ავტომატების ფონზე ადამიანის შრომა უფრო ძვირი გახდება.
2013, 12 დეკემბერი, 19:13
საკუთარი ხელით დაცხობილი მაინც აჯობებს))))
2013, 12 დეკემბერი, 18:44
ჩემითაც კარგად ვაცხობ:))))))))
2013, 12 დეკემბერი, 18:13
ეჰ, რას ვიზამთ...ეს პროგრესიც ხომ საჭიროა, მას ვერსად გავექცევით:)
2013, 12 დეკემბერი, 18:11
ნამდვილად, სტატიას რომ ვწერდი მაგას ვფიქრობდი ზუსტად, სულ დავკნინდით, სულ... :(
2013, 12 დეკემბერი, 18:08
აჰა..რაღა დარჩა? ადამიანებს ნელ-ნელა ცვლიან რობოტები და მანქანები. თითქოს კარგია ტექნიკური პროგრესი, მაგრამ ადამიანები მალე ალბათ თავის ფუნქციას დაკარგავენ, ასე არაა, მაკა?:)
0 1 6