x
image
worldsport.ge
მოიესს რიბეიროს გადაბირება სურს

image“მანჩესტერ იუნაიტედი’’ ბრაზილიური “კრუზეიროს’’ შემტევი ნახევარმცველის ევერტონ რიბეიროს გადაბირებითაა დაინტერესებული. აღნიშნულ ცნობას “მირორი’’ ავრცელებს, სადაც ასევე განთავსებულია ფეხბურთელის აგენტის რობსონ ფერეირას კომენტარი.
“სრული სიმართლეა ცნობა რიბეიროს თაობაზე, იგი მართლაც მოექცა “მანჩესტერ იუნაიტედის’’ ინტერესთა სფეროში. მეტიც, ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ინგლისში ვიყავი ჩასული და ვისაუბრე კლუბის ხელმძღვანელებთან. მათი აზრით, რიბეირო სრულყოფილი ფეხბურთელია, ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აღფრთოვანებულია მისი თამაშით. ინგლისელებს მისი გადაბირების დიდი სრუვილი ამოძრავებთ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმეს თქმა გამიჭირდება.’’_განაცხადა ფებურთელის აგენტმა.
“მირორის’’ ინფორმაციით, “კრუზეირო’’ ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ინგლისური კლუბი ფეხბურთელში 15 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტს გაიღებს.
24 წლის რიბეიროს მხოლოდ ბრაზილიური კლუბების ღირსება დაუცავს. “კრუზეიროს’’ გარდა, თამაშობდა “კორინთიანსში’’, “სან კაეტანოსა’’ და “კურიტიბაში.’’ ეროვნულ ნაკრების მაისური არასდროს მოურგია, თუმცა გამოდიოდა ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში.


დიმიტრი შარიქაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0