x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და საინტერესო "ბაზრები".
დღესდღეობით იმდენი თანამედროვე და საკმაოდ კომფორტული სავაჭრო ცენტრია შექმნილი, პრაქტიკულად უკეთესს ვერც ვინატრებთ, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი "შოპინგიც" ზოგჯერ მოსაწყენია. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე უჩვეულო სავაჭრო ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც თავისებური ინტერესი, ხიბლი გააჩნია და ცოტახანს ვირტუალურად "გამოგზაურებთ" ამ სანახავად არაჩვეულებრივ და საინტერესო ბაზრებში.



1). ბაზარი "ხან-ელ-ხალილი" კაირში.

ყველაზე დიდი ბაზარი აფრიკაში, რომლის სავაჭრო დახლები თითქმის მოსახლეობის ქუჩებამდეა გაჭიმული და ძველი იერ-სახით, ტურისტებისთვის ნათელი წარმოსაგდენია აფრიკა ადრეულ წლებში. აქ შეგეძლებათ შეიძინოთ ეგვიპტური "სუვენირული" ნივთები, ხელით ნაკეთი მინის "სტატუეტები", ხის ქანდაკებები, პაპირუსის დროინდელი ეთერზეთები და ა.შ. ბაზარი ფუნქციონირებს შუა ღამემდე.

image



2). ბაზარი "პორტობელლო" ლონდონში.

პორტობელლო თავისი არსებობის 300 წელზე მეტს ითვლის. ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ყველანაირი საქონელი, ძველი ანტიკვარიატიც კი, ან თუნდაც მოგინდათ ნახოთ ან შეიძინოთ ბაბუის მამის დროინდელი საათი, მოისმინოთ ქუჩის მსახიობების აზრი, წააწყდეთ ქუჩის მხატვრებსა და მათ შემოქმედებებს, ან თუნდაც დაისვენოთ ადგილობრივ ბარში, ეს ყველაფერი მხოლოდ პორტობელლოში. ტურისტებიც კი ხშირად სწვევიან მას და ამბობენ: "პორტობელლო ერთადერთი ადგილია ლონდონში, სადაც განსაკუთრებული, მონოტორული ენერგიით ვივსებით".image


3). ძველმანების ბაზარი "სენტ-უანი" პარიზში.

ეს არის ძველმანების ბაზარი პარიზში, სადაც ყველა თქვენგანი წააწყდება მეორად, სახლიდან გამოტანილ ნებისმიერ ნივთს: ღილს, ჩაიდანს, ტანსაცმელს, ავეჯს, ტექნიკას, წიგნს და ა.შ. და ეს სულაც არ მიუთითებს თქვენს ფინანსურ შეუძლებლობაზე, უბრალოდ თუ როდისმე მოგინდათ ისეთი ნივთი, რასაც ჩვეულებრივ მაღაზიაში ვერ ნახავთ, გეძლევათ საშუალება ბედი აქ მოსინჯოთ.

image



4). ბაზარი "ელ-რასტრო" მადრიდში.

შემთხვევით თუ მოხვდით მადრიდში, მოგინდათ რომელიმე დიზაინერის ბრენდი სათვალე, მაგრამ არ გყოფნით ფინანსები, მაშინ გირჩევთ კვირა დღეს მიაშუროთ ბაზარს ელ-რასტრო, სადაც თქვენ სურვილს აუცილებლად აიხდენთ. იქ წააწყდებით უამრავ, ძირითადად ინდოეთიდან და მაროკოდან იმპორტირებულ საქონელს, ასევე ანტიკვარიატს და დაგარწმუნებთ რომ თქვენი ჯიბის შესაფერისი "შოპინგი" გამოგივათ.


image

5). ღამის ბაზარი "არპორა" გოაში.

არაჩვეულებრივი ბაზარი, რომელიც იმართება ყოველ შაბათს, ღამით. "არპორა" გთავაზობთ ინდურ სანელებლებს, ჩაის, ტრადიციულ ტანსაცმელს, ვერცხლეულს, შარფებს, ხალიჩებს. ასევე შეხვდებით მხატვრებს, რომლებიც საკუთარ ნაშრომებს ყიდიან ტურისტებზე. გარდა ვაჭრობისა, "არპორა" შესანიშნავ საშუალებას იძლევა ყოველ კვირა ეთნიკური მუსიკის თანხლებით მასობრივ შეკრებისა და გართობისა.

image



6). სტამბულის დიდი ბაზარი.

ყველას კარგათ მოგეხსენებათ რაოდენ დიდია მოცულობით მსოფლიოში სახელგანთქმული ერთ-ერთი უდიდესი სტამბულის დახურული ბაზარი, რომელიც 3000-მდე მაღაზიას მოიცავს 61 ქუჩაზე და მისი ფესვები ბიზაინტიის იმპერიის დროინდელია. მისი სტრუქტურა ძალიან ქაოტურია, ბევრი ლაბირინთია დახლებსა და მაღაზიებს შორის, ამიტომ ალბათობაც დაკარგვისა დიდია, თუმცაღა პატარა ბავშვებსაც აქვთ მშვენიერი სამსახური, დაკარგულ ტურისტებს უკაფავენ გზას ფულის საფასურად.image

7). ბაზარი "ჩატუჩაკი" ბანგკოკში.

სრულ სამოთხეს წარმოადგენს მსოფლიოს ასევე ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი "ჩატუჩაკი" "შოპინგის" მოყვარულთათვის. იგი 8000-მდე სავაჭრო დახლს ითვლის, სადაც შეგეძლებათ ყველანაირი საქონლის შეძენა: კოსმეტიკა, ტანსაცმელი, ფერადი ფანრები, ხელ-ნაკეთი ნივთები, მცენარეები და ა.შ. ეს ყველაფერი კი ძალიან სასაცილო, ანუ იაფ ფასად.image

იმედს ვიტოვებ სასიამოვნო მოგზაურობა გამოგვივიდა.

7
318
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
318
  
2013, 4 დეკემბერი, 0:08
გეხუტუნე
2013, 4 დეკემბერი, 0:07
ყოჩაღ რა კარგი სტატიააა
2013, 2 დეკემბერი, 22:12
მანდ არ ვარ ნამყოფი. :)
2013, 2 დეკემბერი, 22:04
თუმცა არც "სამგორის ბარახლოვკა" ჩამოუვარდება :)
2013, 2 დეკემბერი, 22:01
სტატიას რომ ვწერდი, სწორედ ეგ ვიფიქრე :))
2013, 2 დეკემბერი, 21:56
"მშრალი ხიდის ბაზრობის" უცხოური ალტერნატივაა.
0 1 7