x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბერძნები ძალად "იკიდებენ" შიდსს,რომ ფინანსური დახმარება მიიღონ

imageროგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება საბერძნეთში მასიურად გახშირდა შიდსის ვირუსით განზრახ დაინფიცირება, იმისთვის, რომ 700 ევრო დახმარება მიიღონ ევროკავშირისგან.შიდსის ბოლო შემთხვევების ნახევარზე მეტი თვითდავადებაა."ხალხი თვითნებურად ავადდებიან იმისთვის, რომ ევროკავშირისგან მიიღონ 700 ევრო დახმარება და სწრაფი თერაპიული კურსის უფასო პროგრამაში მოხვდნენ"-ნათქვამია ჯ.მ.ორგანიზაციის მოხსნებაში.ამასთანავე მძიმე ეკონომიური პირობების გამო ამ ქვეყანაში ორჯერ იმატა კრიმინალმა, მოიმატა ნარკომანების რიცხვმაც და თავისთავად აივ ინფექციით დაავადებამაც.ფინანსური არასტაბილურობის გამო ამ ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა მკვლელობების და ძარცვის შემთხვევები.ამასთანავე საბერძნეთში იმატა მეძავების რიცხვმაც.40%-ით შემცირდა მოსახლეობაში სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობა, 2007-09 წლებში საბერძნეთის მაცხოვრებლები 15%-ით უფრო იშვიათად აკითხავენ ექიმს.ქვეყნის მთავრობამ "ბიუჯეტის ოპტიმიზაციის" გამო სამსახურიდან დაითხოვა 26 ათასი ადამიანი, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდნენ, აქედან 9 ათასი პროფესიონალი ექიმი."სიტუაცია საბერძნეთში გამაფრთხილებელი უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ, ესენია პირველ რიგში ესპანეთი, ირლანდია და იტალია.საჭიროა მოიძებნოს ინვენსტიცია და ფინანსების კონსოდილაცია მოხდეს ჯანდაცვის სფეროში"-აღნიშნავს თავის მოხსენებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.შეგახსნებთ, საბერძნეთში 2012 წლისთვის ყოველი მეოთხე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარი იყო და ამასთანავე მათი რიცხვი იზრდება.

6
39
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
39
  
2013, 27 ნოემბერი, 15:10
ეგ კი.. :)))))))))))
2013, 27 ნოემბერი, 15:05
შენ არა სხვა გააკეთებს..
2013, 27 ნოემბერი, 15:04
ევროკავშირი ტვინს აცლის ადამიანს? :)))))))))))))) ამას არაფრის გულისთვის არ გავაკეტებ. ევროკავშირში კი არა სამოთხეში რომ მიმიღონ ,მაინც...
2013, 27 ნოემბერი, 14:58
ევროკავშირის წევრები არ ვართ თორემ..არც აქ დააკლებდნენ
2013, 27 ნოემბერი, 14:17
მოკლედ: გაჭირვება მიჩვენეო?
2013, 27 ნოემბერი, 14:09
ვერ არი ეს ხალხი კარგად,700 ევროს გულისათვის თავს როგორ იკლავენ და ახლობლებს საფრთხეში როგორ აგდებენ?
0 1 6