x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჯანმო-მ სამუშაო ჯგუფი გააგზავნა სამხრეთ სუდანში, სადაც 89 ადამიანი დაიღუპა დაუდგენელი დაავადებისგან
image

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სამუშაო ჯგუფი გაეგზავრა სამხრეთ სუდანში, რათა გამოიძიოს დაუდგენელი დაავადება, რომელმაც 89 ადამიანი შეიწირა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უცნობმა დაავადებამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა ჯონგლის შტატის ჩრდილოეთით, ქალაქ ფანგაკში.

BBC-ის ცნობით, ჯანმო-მ გაგზავნა მეცნიერთა სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმ რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია ბოლო დროს მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად;მედიკოსთა ჯგუფი აიღებენ ნიმუშებს დაავადებული ადამიანებისგან. ფანგაკში ჯანდაცვის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაციენტების ანალიზის ნიმუშები ქოლერაზე უარყოფითი იყო.


image

„ჩვენ გადავწყვიტეთ გავაგზავნოთ სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეაფასებენ რისკებს და დაიწყებს გამოძიებას; სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ ავადმყოფი ადამიანების ნიმუშების შეგროვებას - წინასწარი მონაცემებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დაღუპულია 89 ადამიანი“, - განუცხადა BBC-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეილა ბაიამ.

ბაიამ აღმიშნა, რომ რეგიონში ძლიერი წყალდიდობის გამო მეცნიერთა გუნდს ფანგაკში ვერტმფრენით ჩასვლა მოუწია და დასძინა, რომ ჯგუფი ელოდება ტრანსპორტს, რათა ისინო ოთხშაბათს დედაქალაქ ჯუბაში დააბრუნოს.

image


მოსაზღვრე უნიტის შტატში ძლიერმა წყალდიდობამ გაზარდა ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მალარია და გამოიწვია ბავშვებში არასრულფასოვანი კვება საკვების დეფიციტის გამო, განაცხადა ლამ ტუნგვარ კუაიგვონგმა, უნიტის შტატის მიწის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრმა. მისი თქმით, რეგიონის საბადოებიდან მოპოვებულმა ნავთობმა წყალი დააბინძურა, რამაც შინაური ცხოველების დაღუპვა გამოიწვია.

700 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა ქვეყანაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს UNHCR -ის წარმომადგენლმა და ამაში დაადანაშაულა კლიმატის ცვლილებები.

image

წყალდიდობა, მათ შორის საკვების დეფიციტი და დაავადებები, ზეწოლას ახდენს სამედიცინო დაწესებულებებზე, განაცხადა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Médecins Sans Frontières-მა, რომელიც მუშაობს ამ მხარეში.

”ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ არასრული კვების გამო, რადგან არასრული კვება ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზღურბლს, რის გამოც ჩვენს საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვების რიცხვი გაორმაგდა არასრულფასოვანი კვების გამო წყალდიდობის დაწყების შემდე., ”

ნიატუაგ კოანგისთვის, რომელიც სამი ბიჭისა და ორი გოგონას დედაა, ეს შეშფოთება ძალიან რეალურია მისთვის მას შემდეგ, რაც წყალდიდობამ ორჯერ აიძულა შეეცვალა ადგილმდებარობა.

”არ გვაქვს დასაძინებელი, არ გვაქვს მწერებისგან დამცავი ბადეები და არ გვაქვს სახლის გადასახური მასალა ”, - თქვა მან.

ომის შემდეგ სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებისა და COVID-19-ის საფრთხის წინაშე დგას, განაცხადა გაეროს მისიის ხელმძღვანელმა. თითქმის მთელი მოსახლეობა დამოკიდებულია საერთაშორისო სასურსათო დახმარებაზე და ძირითადი სერვისები, როგორიცაა ჯანმრთელობა და განათლება, უზრუნველყოფილია გაეროს სააგენტოებისა და დახმარების ჯგუფების მიერ.

0
130
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0