x
image
თეონა ასტამაძე
რა როლს შეასრულებს ნინა სუბლატი საახალწლო მიუზიკლში?

imageნინა სუბლატის კარიერაში სიახლეებია.

მას ერთ ერთ ფილმში იღებენ. ეს არის დოიაშვილის მიუზიკლი, რომელსაც რუსთავი 2 იღებს და სავარაუდოდ ეკრანებზე ახალი წლისთვის გამოვა.

ნინა ამ ფილმში ღამის დედოფლის როლს შეასრულებს. როგორც მომღერალი აცხადებს მას აქამდე სამსახიობო სფეროსთან შეხება არ ჰქონია და მოხარულია ამ როლის მიღებით.

"იმის მიუხედავად რომ გადაღებებზე მთელი ღამის განმავლობაში თითქმის წყალში მიწევდა დგომა, როლში შესვლა ძალიან რთული მაინც არ ყოფილა"- განაცხადა ნინამ . ის თავისი პერსონაჟით მოხიბლულია და საკუთარ თავსაც ამსგავსებს. მომღერალი დიდი სიამოვნებით ელოდება სხვა შემოთავაზებებსაც.

0
38
14-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0