x
image
worldsport.ge
დვალიშვილის მეცხრე გოლი, ფოფხაძის საგოლე

imageლადო დვალიშვილმა პოლონური ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მეცხრე გოლი მიითვალა, მისმა "ლეგიამ" კი შინ 3:1 სძლია "პოგონს" და ჩემპიონატს ლიდერობს. დვალიშვილმა 78 წუთი ითამაშა, გოლი კი 63-ე წუთზე მიითვალა: მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და ძელს მოარტყა, დამატებაზე კი მცველს დაასწრო და ახლოდან შეაგორა ბურთი კარში. ამ გოლით 3:1 გახდა. ისე, ლადომ "ლეგიას" პირველ გოლშიც დაიდო წვლილი. ქართველი ფორვარდი ტაიმის ბოლოს გააფრთხილეს კიდეც.
დვალიშვილი მეორე ადგილზეა ბომბარდირთა შორის, პირველზე კი "შლიონსკის" პორტუგალიელი ფორვარდი პაიშაოა 11 გოლით.
პოლონეთში სხვა ქართველმაც გამოიჩინა თავი: "იაგელონიამ" შინ 3:1 აჯობა "შლიონსკს" და გიორგი ფოფხაძემ, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, საგოლე პასი მიითვალა. ნიკა ძალამიძე კი, როგორც იცით, დაშავებულია და წლეულს ვეღარ ითამაშებს. "იაგელონია" მეშვიდე ადგილზეა.
ფოფხაძეზე ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ მეორე შვილი შეეძინა – მარიამი. "მსოფლიო სპორტი" ულოცავს გიორგისა და მის მეუღლეს, ახალშობილს კი ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0