x
image
worldsport.ge
ვერტონგენი: “სიტი” ინგლისში საუკეთესოა”

imageლონდონის “ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი იან ვერტონგენი, პრემიერლიგის
მომდევნო ტურში მისი გუნდის მეტოქეს, “მანჩესტერ სიტის” ინგლისის უძლიერეს
გუნდად მოიხსენიებს.
“ვფიქრობ, “სიტი” ჩემპიონატის ყველაზე ძლიერი გუნდია. “არსენალიც”
კარგად მიდის, თუმცა “სიტისთან” მოგება ძალიან ძნელია, განსაკუთრებით
მეტოქის მოედანზე.
ჩემპიონატი ძალიან დაძაბულია. “ნიუკასლთან” რომ მოგვეგო, მე-2 ადგილზე ვიქნებოდით, ახლა კი, მხოლოდ მე-7 პოზიციას ვიკავებთ.

ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ ვეთამაშებით ჯერ “სიტის”, ხოლო
შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს”. მიმდინარე სეზონში ძალიან სერიოზული ბრძოლა
მიმდინარეობს. კომპანიმ მითხრა, რომ ცხრილის ზედა ნაწილში ადგილის დაკავება
ყველაზე რთული მიმდინარე სეზონში იქნება.” – ციტირებს ბელგიელი
უკანახაზელის სიტყვებს Sky Sports-ი.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0