x
image
natia.a
რომელი საბჭოთა სიმღერის პლაგიატი გააკეთა ABBA-ს წევრმა (+ვიდეო)

image
1962 წელს, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული გახდა ტამარა მიანსაროვას მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც სულ მალე მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ნამდვილ ჰიტად იქცა. ეს იყო პოეტ ლევ ოშანინისა და კომპოზიტორ არკადი ოსტროვსკის მიერ შექმნილი საბავშვო სიმღერა - "დაე, მუდამ იყოს მზე!". ამჟამად იგი ათზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მღერიან ბავშვები.

1964 წელს შვედურმა ჯგუფმა Hootenanny Singers, რომელსაც სათავეში ედგა მომავალში ABBA-ს წევრი, ბიორნ ულვეუსი, უბრალოდ მოიპარა ეს მელოდია და ჩაწერა სიმღერა სახელწოდებით «Gabrielle». კომპოზიციამ დიდი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ შვეციაში, არამედ მთელს ევროპაში, რადგან შვედურმა ჯგუფმა იგი რამდენიმე ენაზე შეასრულა.

ქვემოთ გთავაზობთ ამ სიმღერის ორიგინალ, რუსულ ვარიანს და პლაგიატს, სახელწოდებით «Gabrielle», რომელშიც სიტყვები აბსოლუტურად სხვაა, მუსიკა კი, თავად განსაჯეთ...

ტამარა მიანსაროვა, "Пусть всегда будет солнце!" (1962).




Hootenanny Singers, «Gabrielle» (1964)...

2
336
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
336
  
2013, 13 ნოემბერი, 14:51
მადლობა, ჩემო კარგო.
2013, 13 ნოემბერი, 14:49
საინტერესოა სულ შენი სტატიები
0 1 2