x
image
worldsport.ge
ლიპი აზიაში ყველაფერს იგებს

imageიტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი აზიაში ბრწინვალე შედეგს აჩვენებს. მისმა გაწვრთნილმა ჩინურმა "გუანჯოუ ევერგრანდმა" აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალის პირველ შეხვედრაში ჩინურმა კლუბმა სამხრეთ კორეის "სეულთან" 2:2 ითამაშა, შინ კი 1:1 დაასრულა და თასიც ჩაიხუტა.
ცნობისთვის, ლიპიმ "გუანჯოუ ევეგრანდს" ზედიზედ ორჯერ მოაპოვებინა ქვეყნის ჩემპიონობა, ახლა კი მთლიანად აზიური მასშტაბით საუკეთესო კლუბად აქცია.
65 წლის იტალიელი სპეციალისტის ტიტულებს თვლა არ აქვს, ყველაზე ხმაურიანი კი, რა თქმა უნდა, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაა და 1996 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0