x
image
რედაქტორი
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როცა მისი შვილი სკოლაში მიდის.

imageსავსებით შესაძლებელია, დილის ფაციფუცში ბავშვს დაავიწყდეს ჩანთაში საჭირო სახელმძღვანელოს, საგზლიანი პაკეტის ჩადება.კარგი იქნება, თუ დავიწყებულ ნივთს უსიტყვოდ, მშვიდად მივაწვდით და გულმავიწყობასა და უპასუხისმგებლობაზე გრძელ ნოტაციების კითხვას არ დავუწყებთ. ჯობს ვუთხრათ: აგე შენი სათვალე, ვიდრე წამოვაძახოთ: "ნეტავ იმ დღეს მოვესწრები, როცა სკოლაში წასვლის წინ სათვალის შეხსენება არ დაგჭირდება"! უფრო ადვილი სათქმელია: აი, შენი საგზალი, ვიდრე ამგვარი წინასწარმეტყველება: "კიდევ კარგი თავი კისერზე გაბია, თორემ ესეც დაგავიწყდებოდა, შე ჩერჩეტო, შენა"! მიაწოდეთ ბავშვს საფულე, აგე შენი ფული! და გული გაუნათდება, რაკი თუნდაც ამგვარი, სარკასტული შეკითხვა დაუსართეთ: "ნეტავ იმ სკოლაში რა ფულით აპირებ სადილობას"?

imageარ შეიძლება სკოლაში წასვლის წინ შვილს ნოტაციები ვუკითხოთ, საყვედურებით ავუმღვრიოთ გუნება. აჯობებს, გამოთხოვებისას თუ ვეტყვით: "ღმერთმა ჰქნას, დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიაროს" და არა ასეთ რამეს: "აბა შენ იცი სწორედ მოიქეცი". ბავშვს უფრო ეამება ნდობის გამომხატველი ნათქვამი: "ორ საათზე შევხვდებით ერთმანეთს", ვიდრე საწყენი გაფრთხილება: "აბა, გაკვეთილების შემდეგ ყიალი არ დაიცყო, მაშინვე შინ წამოდი".

რაცა ბავშვი სკოლიდან ბრუნდება, სასურველია დედა შინ იყოს. შვილს ისეთი რამ არ უნდა ვკითხოთ, რასაც ჩვეულებრივი პასუხი მოჰყვება:

– როგორ არის საქმე სკოლაში?

– ისე, ნორმალურად.

– დღეს რას აკეთებდი?

– ისეთს არაფერს.

დედამ შეიძლება რამდენიმე შემიშვნა თქვას, რითაც სიძნელეთა გაგებას, თანაგრძნობას გამოხატავს:

– ეტყობა, ძნელი დღე გქონდა.

– ალბათ ერთი სული გაქვს, გაკვეთილები როდის დამთავრდება.

– გიხარია. შინ რომ დაბრუნდი, არა?

თუ დედა საქმეზეა წასული და სკოლიდან დაბრუნებულ შვილს შინ ვერ დახვდება, ბარათის დატოვებაა საჭირო. ზოგი მშობელი ამ დროს სისტემატურად იყენებს ურთიერთობის ამ საშუალებას. ბარათი უფრო ადვილად შეუძლიათ შვილისადმი სიყვარულის, სინაზის გამოხატვა. ასე მშობლებსა და შვილებს შორის მტკიცე კავშირი მყარდება.

1
58
10-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
58
  
2013, 8 ნოემბერი, 14:11
კარგი რჩევებია, მალე გამომადგება:)
0 1 1