x
image
რედაქტორი
სასარგებლო რჩევები.
image1.ხორცის გასარეცხად გამოყენებულ წყალს ნუ გადაღვრით, იგი ჩინებული საშუალებაა ოთახის ყვავილების დამატებით გამოსაკვებად, მოსარწყავად.

2.ხორცის ბულიონს მარილი უნდა ვუქნათ ხორცის მოხარშვამდე ნახევარი საათით ადრე, ხოლო თევზისას-ხარშვის დაწყებამდე.

3.უმი და მოხარშული ხორცი სხვადასხვა დაფაზე უნდა დაიჭრას, ხოლო დანა და ხორცსაკეპი უმი ხორცის დამუშავების შემდეგ კარგად გაირეცხოს ცხელი წყლით და საპნით.

4.თუ კარგად არ ხართ დარწმუნებული რომ ხორცი აბსოლიტურად ახალია, იგი უნდა მოხარშოთ და არა შეწვათ.


5.როცა ხორცს ყიდულობთ, კარგად დააკვირდით, თუ იგი მუქი წითელია, ხოლო ქონი ყვითელი, ესე იგი ბებერი საქონელისაა, ახალგაზრდა ხორცს ღია წითელი ფერი აქვს, ქონი კი მოთეთრო.

6.გარეცხილი ხორცის შენასვა არ შეიძლება, რადგან იგი მალე ფუჭდება.

7.ზაფხულში თუ ხორცს ძმრიანი ტილოს დაახვევთ და გრილ ადგილზე დადებთ, 2-3 დღეს შეინახება.

8.საყინულედან გამოღებულ ხორცს მაშინვე ნუ ჩადებთ ცივ წყალში, უკვე გალღობილი ხორცის საყინულეში შენახვა აღარ შეიძლება. იგი კარგავს თვისებებს და უგემური ხდება.

9.ხორცი რომ გემრიელი მოამზადოთ, იგი თავდახურულ ჭურჭელში უნდა მოიხარშოს, შეწვა კი თავღია ჭურჭელშია უკეთესი.

10.ღვიძლი გემრიელი გამოვა, თუ შეწვამდე 2-3 საათით რძეში ჩაალბობთ.

11.მაგარი ხორცი მალე დარბილდება, თუ ხარშვის დროს წყალში ჩაის კოვზ სუფთა სპირტს ჩავუმატებთ.

12.თუ ხორცს არასასიამოვნო სუნი აქვს, კალიუმის პერმანგანატის სუსტ ხსნარში, შემდეგ კი სუფთა წყალში კარგად გარეცხეთ.

13.გაყინული ხორცი მოსახარშად ცივ წყალში არ ჩააგდოთ, თორემ წყლის ნელ-ნელა გათბობისას გემოს და ვიტამინებს კარგავს.

14.შემწვარი კატლეტი წვნიანი და გემრიელი რომ გამოვიდეს, 500 გრამ გატარებულ ხორცს უნდა დაუმატოთ რძეში დამბალი პურის ნაჭერი, კარტოფილი და ორი კვერცხი.

15.დაკეპილ ხორცში სწრაფად მრავლდება მიკრობები, ამიტომ იგი უშუალოდ კერძის გაკეთების წინ უნდა გატარდეს ხორცსაკეპ მანქანაში.

16.ძველი დედალი უფრო ადრე მოიხარშება, თუ დაკვლისთანავე თავდაყირა ჩადებთ ცივწყლიან ჭურჭელში.

17.ქათმის შეწვა მაგრად გახურებულ გაზქურაში დაიწყეთ, შემდეგ კი ტემპერატურას თანდათან დაუწიეთ.

18.ზოგჯერ ქათამი რამდენიც არ უნდა ხარშოთ, მაინც მაგარია, ამიტომ 20 წუთი ხარშვის შემდეგ ამოიღეთ და 3-4 წუთით ცივწყლიან ქვაბში ჩადეთ, მერე ისევ მდუღარეწყლიან ქვაბში ჩააბრუნეთ.

19.სოსისი ხარშვის დროს რომ არ დასკდეს, ცხელ წყალში ჩაშვებამდე რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით.

20.თუ შინაური ფრინველის ან თევზის ნაღველი ხელში გაგისკდათ, სიმწარის დასაკარგავად ნაღველიანი ნაწილი მარილწყალში გარეცხეთ.

3
2413
4-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
2413
  
2013, 25 იანვარი, 22:02
საინტერესოაა
2013, 25 იანვარი, 20:37
მადლობა ;)
2013, 25 იანვარი, 19:47
ძველი ინფორმაციებია, მაგრამ ბევრმა არ იცის და კაია რო დადე. ჩემგან ბევრი +
0 1 3