x
პრეზიდენტის ინაუგურაცია
მიშა ავლაბრის რეზიდენციაში თავის სავარძელზე ზის. იხსნება კარი და შემოდის ღარიბაშვილი ამალით. მიშა წამოიწევა, ღარიბაშვილი მხარზე დაადებს ხელს, ადგომას არ ანებებს და ეუბნება:

- მეფეთა მეფე გიორგის პატრონის, დიადი ბიძინას, დე იყოს იგი ჯანმრთელი, უვნებელი და საღი, გიბრძანებჩამაბარო სასახლის კლიტენი!

მიშა ცერად გახედავს კედელზე დაკიდულ ჯორჯ ბუში უმცროსის
პორტრეტს და შესთხოვს:

- მიშველე ფიცხელ!


სურათიდან ბუში პასუხობს:

პოლიტიკოსი ნიახურივითაა, ნუ გეშინია მეორედაც მოხვალ. ამალიდან გამოეყოფა ტფილისელი ჯალათი საღირა, მიშას გაკუზავს, სპეციალურად წამოღებული სამართებლით დაყვერავს, შემდეგ ნაცარს შეაყრის, სისხლდენა რომ არ განუვითარდეს, ხოლო ამოკვეთილ ტესტიკულებს შვეიცარიის ელჩს გადასცემს, პუტინთან
გასაგზავნად.

ამით პუტინს ჩაუვარდება კოვზი ნაცარში, იგი ვეღარ აღასრულებს თავის დანაპირებს მიშას დასჯის შესახებ, დაემართება მელანქოლია და ადვილად შეძლებს საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

დაკოდვის სცენის ვიდეოჩანაწერი გადაეცემა ვატიკანის ელჩს, რათა რომში დარწმუნდნენ, მიშა პაპობაზე პრეტენზიას ვეღარ განაცხადებს (ძველად რომის პაპის არჩევისას, პაპობის კანდიდატს სპეციალურ სკამზე სვამდნენ უსაცვლებოდ, ქვემოდან გამოცდილი
ბიოლოგი შეხედავდა და როცა დარწმუნდებოდა, კანდიდატი მამაკაცი იყო, სიხარულით აცნობებდა კონკლავს „ჰქონია ტესტიკულებიო“). საპასუხოდ ვატიკანიდან უნდა ველოდოთ შეუზღუდავ ინვესტიციებს
და თანადაფინანსების ფონდიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

0
58
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0