x
image
მანჩო 777
რკინიგზა, რომლის არსებობა შეუძლებელი გახდა
image
ამ უნიკალური რკინიგზის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის დასასრულს, სარკინიგზო მშენებლობის ბუმის დაწყების დროს.

ატლანტის ოკეანის სანაპიროს აუცილებლად ესაჭიროებოდა ეს ახლებური გზების აბლაბუდა.

image

ქალაქი სან-დიეგო იყო ჩვეულებრივი საპორტო ქალაქი, რომელსაც შემდგომი განვითარებისათვის აუცილებლად ესაჭიროებოდა სარკინიგზო მიმოსვლა.ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ მაშინდელი ადგილობრივი ბიზნესის მესვეურები.ასე დაიბადა იდეა გაეყვანათ არიზონაზე გავლით რკინიგზა.


მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მომავალი მშენებლები სრულებითაც არ დაფიქრდნენ ქალაქის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე და მის რთულ რელიეფზე.

image

კანიონები, კლდეები, მთიანი უღელტეხილები-ყველაფერი ეს ძალიან ართულებდა მშენებლობის პროცესს.მხოლოდ 1919 წელს დამთავრდა მშენებლობა, მაგრამ მომდევნო 13 წლის განმავლობაში 17გვირაბიდან რამოდენიმე ჩამოინგრა მიწისძვრების გამო. იძულებული გახდნენ შემოვლითი გზა გაეკეთებინათ.

გავიდა კიდევ 19 წელი და რკინიგზაზე შექმნილი პრობლემების გამო სამოქალაქო მიმოსვლა სრულებით შეწყდა. 1976 წელს რელსებზე უკანასკნელმა ლოკომოტივმა გაირბინა.

დღესდღეობით რკინიგზა ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და ტურისტების დათვალიერების ობიექტია.

imageimageimageimageimageimageimageimageimage









4
205
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
205
  
2016, 15 მარტი, 20:00
მიყვარს რკინიგზა და მატარებელი :D
2013, 5 ნოემბერი, 22:55
ტექტონიკური მდებარეობა უნდა გაეთვალისწინებინათ.
2013, 5 ნოემბერი, 22:43
ძალიან ბევრი იწვალეს, მაგრამ რელიეფის გამო არაფერი გამოუვიდათ.
2013, 5 ნოემბერი, 22:30
საინტერესო სტატიაა, ისე ძალიან აზარალა სტრუქტურა ამ რკინიგზამ.
0 1 4