x
image
natia.a
გერმანიაში მესამე სქესის რეგისტრაცია დააკანონეს!
imageნოემბრიდან გერმანიაში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის მიხედვით ახალშობილის რეგისტრაციისას ანკეტაში სქესის გრაფაში ორის მაგივრად სამი არჩევანი გაჩნდება: "მდედრობითი", "მამრობითი" და "გაურკვეველი". ეს იმას ნიშნავს, რომ ახალშობილს რომელსაც გარდამავალი სქესობრივი ნიშნები გამოუვლინდება, მომავალში საშუალება ექნება საკუთარი სქესი თავად აირჩიოს.



როგორც ამბობენ, ეს კანონი მიღებულია არა სექსუალური უმცირესობის სასარგებლოდ, არამედ ე.წ. ჰერმაფროდიტების ანუ ინტერსექსუალების (ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ორივე სქესის ნიშნები აქვთ) დასაცავად.


image
თუ დაბადებისას ექიმები ვერ განსაზღვრავენ რა სქესის არის ახალშობილი, მშობლებს უფლება აქვთ სარეგისტრაციო საბუტებში მიუთითონ სქესი "სხვა". აღსანიშნავია ისიც, რომ კანონი მშობლებს კი არ აიძულებს ეს არჩევანი გააკეთონ, არამედ მხოლოდ ამის უფლებას აძლევს.


ეს კანონი მხოლოდ ბავშვებზე ვრცელდება. ზრდასრული ადამიანის პასპორტში კი ტრადიციულად მდედრობითი ან მამრობითი სქესი უნდა ფიგურირებდეს. თუმცა, როგორც გერმანელი იურისტები აცხადებენ, სამომავლოდ მესამე სქესის დაკანონება ზრდასრული ადამიანებისთვისაც იქნება აუცილებელი, თუნდაც იმიტომ, რომ განისაზღვროს ოჯახის შექმნის დროს მოქალაქის უფლებები: როგორც ცნობილია, გერმანიაში ოჯახის შექმნა, ტრადიციულად, მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არის შესაძლებელი.



image
გერმანია ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც მესამე სქესის რეგისტრაციის შესახებ კანონი იქნა მიღებული. მსოფლიოში კი ამ მხრივ პირველი ავსტრალია იყო, სადაც 2011 წლიდან არის დაკანონებული სარეგისტრაციო გრაფაში სქესის გასწვრივ "გაურკვეველის" აღნიშვნა. გასულ წელს კი ანალოგიური გადაწყვეტილება ახალ ზელადნიაშიც იქნა მიღებული.

3
74
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
74
  
2013, 4 ნოემბერი, 16:08
შეიშალა მსოფლიო...
2013, 4 ნოემბერი, 12:46
სად მიექანება ეს მსოფლიო?
2013, 4 ნოემბერი, 11:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3