x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
კლეოპატრას როლის 7 ყველაზე შთამბეჭდავი შემსრულებელი

image2 ნოემბერს ჩ.წ. აღრიცხვამდე 69 წელს დაიბადა კლეოპატრა- ფაქტიურად ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი ქალი.მისი ცხოვრება და დრამატული სიყვარულის ისტორია რომაელ მხედარმთავართან მარკ ანტონიოსთან მრავალი წიგნის თუ ფილმის შექმნის საფუძველი გახდა.თანამედროვე ავტორებმა ბევრჯერ გააცოცხლეს კლეოპატრას სახე ეკრანზე.გთავაზობთ კლეოპატრას როლის შემსრულებელთა 7 ყველაზე შთამბეჭდავ სახეს.image 1-1934 წელს ამერიკელმა რეჟისორმა სესილ დემოლმა გადაიღო ფილმი "კლეოპატრა", სურათი წარდგენილი იყო ოსკარის 5 ნომინაციაზე, თუმცა აიღო მხოლოდ ერთი -"საუკეთესო ოპერატორი".კლეოპატრას როლს ფრანგი მსახიობი კლოდეტ კოლბერი ასრულებდა, ის ყოველთვის აფერხებდა გადაღებებს, ყოველთვის ფიქრობდა, რომ სამოსი კარგად ვერ მოირგო და მსახიობი კოსტუმებს გადაკეთებაზე აგზავნიდა.image 2-1945 წელს ბრიტანეთში რეჟისორ გაბრიელ პასკალის მიერ იქნა გადაღებული ფილმი "ცეზარი და კლეოპატრა", ბერნანდ შოუს პიესის მიხედვით, მთავარ როლში ვივიან ლი.ფილმის ნახვის შემდეგ ავტორმა ასეთი დასკვნა გამოიტანა:"ეს ქალი საერთოდ არ უხდება ამ როლს".image 3-შემდეგი ფილმი იტალიელმა კინორეჟისორმა მარიო მატოლიმ გადაიღო 1954 წელს "ორი ღამე კლეოპატრასთან", მთავარ როლში სოფი ლორენი.თავიდან ეს როლი ჯინა ლოლობრიჯიდას უნდა შეესრულებინა, თუმცა მან უარი განაცხადა.image 4-ფილმი "კლეოპატრა" 1963 წელს იქნა გადაღებული და 4 ოსკარი აიღო.მარტო კოსტუმებზე რეკორდული რაოდენობა-(ნამდვილი ოქროს ფარჩების ჩათვლით)194 800$ დაიხარჯა.მთავარ როლში ელიზაბეტ ტეილორი, გადაღებების დროს ტეილორსა და რიჩარდ ბარტონს შორის მხურვალე რომანი გაჩაღდა და მათი ურთიერთობა "სიყვარულიდან სიძულვილამდე" მთელი მათი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა.image 5-"ცეზარი და კლეოპატრა", ტელესპექტაკლი გადაღებული იქნა რუსეთში 1979 წელს, რეჟისორი ალექსანდრე ბელინსკი, მთავარ როლში ელენა კორენევა.image 6-მონიკა ბელუჩიმ შეასრულა კლეოპატრას როლი ფრანგულ საოჯახო კომედიაში "ასტერიქსი და ობელიქსი:კლეოპატრას მისია" 2002 წელს.ფილმმა აიღო ნაციონალური კონოპრემია სეზარი ნომინაციაში"კოსტუმების საუკეთესო დიზაინი".image 7-ბოლო კლეოპატრას როლი ანჯელინა ჯოლის უნდა შეესრულებინა, ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა დაეწყოთ.შემდეგ, როგორც იქნა 2013 წელს გამოჩნდა რეჟისორი ენგ ლი, (უკვე მეოთხე რეჟისორი), რომელსაც გადაღებები უნდა დაეწყო, თუმცა ფილმის ბედი კვლავ გაურკვეველია.

4
1039
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1039
  
2013, 5 ნოემბერი, 17:10
ტეილორი ყველაზე მაგრად მოერგო ამ როლს!!!
2013, 3 ნოემბერი, 19:42
ლის ტეილორი განუმეორებელია!!!!
2013, 3 ნოემბერი, 19:11
დაბადების მოწმობას აპოსტილი ამყარებს თუ მხოლოს შენ სიტყვას ვენდოთ...:)))))))))) ნუ მანანებინებ ახლა, გუშინ, ამის დაბ-დღეზე "წაუსვლელობას" :D:D...
2013, 3 ნოემბერი, 15:14
ჯოლი და ბელუჩი
0 1 4