x
image
ნიკუშა
ღარიბაშვილი ახალი პრემიერ-მინისტრი

image სულ რამოდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მის შემცვლელად ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს ქალაქ თბილისშია დაბადებული.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით (1999-2004 წწ). მოგვიანებით, კი, ასევე თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2005 წ);
ასევე, მიღებული აქვს განათლება პარიზის სორბონის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით (2002-2004 წწ);
პროფესიული გამოცდილება:
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
2012 წლის თებერვალი-ოქტომბერი - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი;
2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი;
2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუ"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
2005-2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი;
2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შ.პ.ს. "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2005 წწ. - შპს "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2001-2002 წწ. - საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში
ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკუშა
ნიკუშა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0