x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ყველაზე ცნობილი ფოტოები ფოტოგრაფიის ისტორიაში (მეორე ნაწილი)
ვაგრძელებთ ფოტოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფოტოების წარმოდგენას მცირედი აღწერილობით.

10.თეთრები და ფერადკანიანები. ელიოტ ერვიტის ფოტო. 1950 წელი.

image


11.ოფიცრის ფოტოსურათმა, რომელიც თავში ესვრის ტყვიას ბორკილებით ხელებშეკრულ პატიმარს, არამარტო პულიტცერის პრემია მიიღო 1969 წელს, არამედ საბოლოოდ შეცვალა ამერიკელების შეხედულება ვიეტნამის ომზე.


image


12.ნიუ-იორკელ 30 წლის ფოტოგრაფს მალკოლმ ბრაუნს დაურეკეს ღამით და თხოვეს ყოფილიყო საიმონის გზაჯვარედინზე გამთენიისას, რადგან იქ უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი ამბავი.ის იქ მივიდა "ნიუ - იორკ ტაიმსის" ჟურნალისტთან ერთად. მალე ამ ადგილზე მოვიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა რამოდენიმე ბუდისტი ბერი.მათგან ერთ-ერთი- Thich Quang Duc, დაჯდა ასანთის კოლოფით ხელში ლოტოსის პოზაში და სხვებმა დაიწყეს მასზე ბენზინის დასხმა.Thich Quang Duc-მა გაჰკრა ასანთი და სულ მალე ის გადაიქცა ცოცხალ ჩირაღდნად. მოქვითინე ბრბოსაგან განსხვავებით, რომელიც ამ ამბავს უყურებდა, ის მშვიდად, გაუნძრევლად იჯდა და იწვოდა.ამ ამბის მოხდენამდე Thich Quang Duc-მა მაშინდელ ვიეტნამის მთავრობას მისწერა წერილი, შეეწყვიტათ ბუდისტი ბერების დევნა და რეპრესიები, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

image


13.2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულ ისლამურ დაჯგუფებას "ალ-ქაიდას" დაეკისრა.

image


14. 1945 წელი. ალფრედ ეიზენშტადტი (Alfred Eisenstaedt, 1898-1995)-ფოტოგრაფი, რომელიც ჟურნალ Life-ში მუშაობდა, სეირნობდა მოედანზე და კოცნით გართულ ახალგაზრდებს სურათებს უღებდა. უცებ მან შეამჩნია მეზღვაური, რომელიც დაჰქროდა მოედანზე და განურჩევლად ყველა ქალს კოცნიდა: ახლაგაზრდას და მოხუცს, მსუქანს და გამხდარს.მან მოულოდნელად ხელი სტაცა თეთრ ხალათში გამოწყობილ მედიცინის დას და მხურვალედ გადაკოცნა. ფოტოგრაფმა მოასწრო ამ ფაქტის დაფიქსირება. შემდგომში ეს სურათი გახდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების სიმბოლო.

image


15.მშიერი ბიჭი და მისიონერი. უგანდა, 1980 წელი.

image


16.1934 წელი, ლოხ-ნესის ურჩხული. მოვლენა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. მხოლოდ 1994 წელს გამომჟღავნდა სიმართლე, რომ ფოტო არ იყო ნამდვილი და ხელოვნურად იქნა გაკეთებული ურჩხულისმაგვარი სათამაშო, რათა გაზეთ Daily Mail-ის მიერ გაკეთებული სენსაციური განცხადება ურჩხულის არსებობის შესახებ დამტკიცებულიყო.

image


17.ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს ეს ფოტო- როკფელერის ცენტრის მშენებლობა ნიუ-იორკში. მუშები სადილობენ 250 მეტრის სიმაღლეზე. შემდგომში ეს ფოტო განსხეულებული იქნა სკულპტურაში, რომელიც დაიდგა ნიუ-იორკის მეექვსე ავენიუზე.

image


18.ცნობილი ფოტო, გადაღებული 1969 წლის 8 აგვისტოს. "მახსოვს, მე დავიქირავე პოლიციელი, რათა მას გაეჩერებინა მოძრაობა, სანამ გადასასვლელზე გადასვლის დროს The Beatles -ის სურათებს გადავიღებდი."-ამბობს ფოტოგრაფი იენ მაკმილანი.

image


19.მერილინ მონროს ეს ყველაზე ცნობილი სურათი გადაღებული იქნა 1954 წლის 9 სექტემბერს შუაღამისას ფილმის გადაღების დროს. სურათის გადაღებას დაესწრო ათასკაციანი ბრბო უსაქმურებისა, ფანატებისა და ჟურნალისტებისა. მონროს მეუღლე ჯო დიმაჯო (Joe DiMaggio) ისე აღაშფოთა ამ ფაქტმა, რომ იმ ღამესვე საშინელი სკანდალი მოუწყო ცოლს, რაც მალე მათი განქორწინებით დამთავრდა.

image

4
172
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
172
  
2013, 1 ნოემბერი, 21:40
საშინელებაა ბავშვი ასეთ მდგომარეობაში ნახო, თუნდაც მისი ხელი. :(
2013, 1 ნოემბერი, 21:34
გმადლობთ... უგანდელი ბავშვის ხელმა შემძრა:(((
2013, 1 ნოემბერი, 21:29
საინტერესო სტატიაა.
0 1 4