x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
ცხობილი ბრინჯით, ყველით და ძეხვით
image

ამ კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

*ბრინჯი–1 ჭიქა.

*ჰოლანდიური ყველი–150 გრ.


*ძეხვი(მოხარშული)–200გრ.

*კვერცხი–2 ცალი.

*პომიდორი–2 ცალი.

*არაჟანი ან მაიონეზი–150გრ.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში და დავყაროთ საწურზე, კარგად რომ დაიწრიტოს სითხისგან.დავჭრათ ძეხვი, მოხარშული კვერცხი.ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.ყველა კომპონენტი გარდა ყველისა.ავურიოთ ერთმანეთში.ჩავდოთ გამოსაცხობ ჭურჭელში.ზემოდან გადავუსვათ არაჟანი ან მაიონეზი.მოვაწყოთ მრგვალ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი და შევდგათ გამოსაცხობათ ღუმელში 15 წუთი.5 წუთით ადრე გამოვიღოთ და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.როცა ყველი გადნება, უკვე მზადაა.

გამოდის ძალიან გემრიელი, წვნიანი და ნოყიერი.მერწმუნეთ ოჯახის წევრები კმაყოფილი დარჩებიან თქვენი კულინარული შედევრით.

მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად.

1
854
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
854
  
2013, 1 ნოემბერი, 15:29
გემრიელ რეცეპტებს წერთ, როგორც ყოველთვის:)
0 1 1