x
image
მანჩო 777
ჰელოუინი-დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები
image
31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში აღნიშნავენ ჰელოუინის დღესასწაულს.ესაა დღესასწაული-რომელსაც ფესვები საუკუნების სიღრმეში აქვს და სათავეს იღებს ძველი კელტების ტრადიციებიდან.

ძველი კელტების ეს დღესასწაული ძირითადად აღინიშნებოდა აშშ-ში და კანადაში, მაგრამ ამ ბოლო წლებში იგი პოპულარული გახდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში.

დღესასწაულის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში.კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად-ზამთარი და ზაფხული.31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო.ეს დღე აგრეთვე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ-ზამთრის დროში.

image


ამ დღეს იწყებოდა კელტების ზამთარი.

ახალი წლის დღესასწაული იწყებოდა 31 ოქტომბერს ღამით. ამ ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე.კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისათვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები ამ ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცების ტყავს, რომ დაეფრთხოთ მომხვდურები. ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი იკრიბებოდნენ დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან და მსხვერპლად წირავდნენ ცხოველებს.

image

მსხვერპლშეწირვის შემდეგ იღებდნენ კოცონიდან წმინდა ცეცხლს და მიჰქონდათ სახლებში. დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა-ის არამარტო აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით.

დროთა განმავლობაში დღესასწაულმა სახეცვლილება განიცადა, ხოლო როცა 609 წელს რომის პაპმა ბონიფაცი მეოთხემ 1 ნოემბერი გამოაცხადა ყველა წმინდანის დღედ, თუმცა ეს უბრალო დამთხვევა იყო, მაგრამ ამის შემდეგ ჰელოუინი ატარებდა სახელწოდებას All Hallows Even-მესა ყველა წმინდანისა. საბოლოოდ კი სახელად Halloween დაერქვა, ასე შეერწყა ერთმანეთს სახალხო და ეკლესიური დღესასწაულები.

image

ამერიკული ჰელოუინის ატრიბუტებია გოგრა Jack‑o‑lanterns და სამოწყალო ტკბილეული Trik or trak(გაგვიმასპინძლდი-თორემ ინანებ).ეს ახალგაზრდების საყვარელი დღესასწაულია, ისინი გამოეწყობიან საშიშ ტანსაცმელში და აშინებენ დიდებს, ხოლო კომპენსაციად ტკბილეულს ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საუკუნეებია ამ დღესაწაულს აღნიშნავენ, ის არ ითვლება ოფიციალურ დღესასწაულად. თუმცა ეს სრულებით არ უშლის ხელს იქაურ მოსახლეობას დახარჯონ უამრავი ფული გოგრებში, საკარნავალო ტანსაცმელში, სანთლებსა თუ მისალოც ბარათებში.

imageimageimageimageimage




15
5401
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
5401
  
2022, 30 ოქტომბერი, 17:02
როდესაც ქვეყნის თუ მსოფლიო მმართელი ღმერთის მიერ ბოძებულ უმარტივეს წესს არღვევს და მას ხალხი ერთსულოვნად არ გმობს, არ მოითხოვს, როგორც დაღლილის, მის დაუყოვნებლივ გადაყენებას მმართველობიდან, მაშინ იწყება ცხოვრების მოშლა და რაღაც რიტუალების(რით უალ/ალი - ცეცხლი/) შემოღება.
ძალიან ცუდად იქცევა დღევანდელი მთელი კაცთა მოდგმა! - მას ღმერთის არ ესმის.
სათავეში ყოველთვის მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულნი უნდა მოდიოდნენ და ეროვნული წმინდა შემოსავალი თანაბრად უნდა იყოფოდეს ყველაზე, რათა ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ, რასაც ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, რომელნიც სამოთხეში ცხოვრობდნენ, - "პირ ამიდ ა!" უწოდეს. პირამიდა დაუშრეტელ "ენე რგე ა"-ს გამოსცემს.
აღასრულეთ ღმერთის ნება, ნუ იყოვნებთ თავს საფრთხეში,
აღადგინეთ სამართალი და მოხვდებით - სამოთხეში!
2019, 2 ნოემბერი, 22:48
გეთანხმებით, რომ სახარბიელო არაფერია ამ ვითომდა დღეასასწაულში. გუშინ ისე შემაშინა მეტროში ვიღაც ბიჭმა სატანის ფორმით და გრიმით, რომ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს :(
2019, 2 ნოემბერი, 2:05
სულელური ტრადიციაა, არავითარი საერთო არ აქვს ჩვენს რელიგიასთან, მითუმეტეს ჩვენს სამშობლოსთან. მაგრამ სიმართლისთვის უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ გვიყვარს დასავლური კულტურის შეთვისება. ვითომ თანამედროვეობას არ უნდა ჩამოვრჩეთ
2015, 19 ნოემბერი, 0:08
და რა ნახე არ სისულელე? მე ისტორია მოგიყევით, როგორ დაარსდა ეს დღესასწაული.
2015, 19 ნოემბერი, 0:03
ძალიან სისულელეა და თუ ყველაფრის გჯერათ კარგად არის თქვენი საქმე, წელს მივიღე მონაწილეობა ამერიკელებთან და არაფერია ამაში საგანგაშო ))))
2015, 19 ნოემბერი, 0:03
დსბვსუდვსუვ
2013, 31 ოქტომბერი, 22:47
მესმის:)
2013, 31 ოქტომბერი, 22:46
ჰო ვიცი,უბრალოდ ის სტატია გამახსენდა და იმიტო დავწერე ეგ კომენტარი :)
2013, 31 ოქტომბერი, 22:44
ნამდვილად არ მივესალმები ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებას, უბრალოდ ისტორია მოვყევი მისი დაარსების:)
2013, 31 ოქტომბერი, 22:41
ადრე წავიკითხე ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საიტზე რომ არავითარ შემთხვევაში მორწმუნე ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს ამ დღესასწაულში მონაწილეობა.გარკვევით ეწერა მახსოვს რომ ძალიან ცდებიან ის ადამიანები ვისაც ეს დღესასწაული ერთი უწყინარი გართობა ჰგონიათო...მასში მონწილეობით თაყვანს შცემთ ბოროტ ძალასო...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10