x
image
ვიზა კოხაძე
რას ამბობდა პორტუგალიელზე ბლატერი და როგორ უპასუხა ბომბარდირმა მის "გამოწვევას"

image
"ფიფას" პრეზიდენტის დამოკიდებულება და არაკეთილი განწყობა კრიშტიანო რონალდუს მიმართ არავისთვის უცხო არაა.მან სატელევიზიო შოუშიც კი ისაუბრა პორტუგალიელზე და "გამოიწვია" ვარსკვლავი, როცა ლიონელ მესიზე დაუსვეს შეკითხვა: - “ლიონელ მესი კარგი ბიჭია. მისნაირ შვილს ყველა მშობელი ისურვებდა. ის ძალიან სწრაფია, კარგად თამაშობს. მისი პოპულარობა კარგმა ადამიანობამ განაპირობა. მესი ბევრ ხმას სწორედ ამის წყალობით იღებს.რაც შეეხება რონალდუს, ის მეთაურია. მოედანზე ასეთებიც საჭიროა, ეს ფეხბურთს სიცოცხლეს მატებს.ზოგიერთი ფეხბურთელი თმის მოვლას დიდ თანხას ახმარს, ვიდრე სხვები, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
არ ვიცი, ვინ იქნება საუკეთესო. ამას იანვარში გავიგებთ. ორივე მომწონს, მაგრამ მესი მირჩევნია.” – განაცხადა იოზეფ ბლატერმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ეთერში.

imageimageროგორც კრიტიკოსებმა აღნიშნეს, ამით შეეცადა ბლატერი კრიშტიანო დაემცირებინა და მოახერხა კიდეც, როცა ის ინტერვიუს დროს ცდილობდა პორტუგალიელისთვის "მიებაძა".
მომხდარს მალევე გამოეხმაურა “რეალი”. ცნობილი გახდა, რომ მადრიდელებმა FIFA-ში წერილი გაგზავნეს. ისინი ბლატერის სიტყვების უკან

წაღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამ მოთხოვნას ეთანხმება გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც.

"სევილიასთან" გამართულ მატჩში პორტუგალიელმა ძალღონე არ დაიშურა და ე.წ." მტრის ჯინაზე" განუმეორებელი თამაში აჩუქა გულშემატკივრებს. ანგარიში კი 7 : 3 დასრულდა და ამით მან პასუხი გასცა იოზეფ ბლატერს.

0
36
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0