x
image
ვიზა კოხაძე
მოურისიო პოჩეტინოს ახალი ტაქტიკა და გუნდის სწრაფი წარმატება
image
არგენტინელი მოურისიო პოჩეტინოს მოსვლამ ინგლისის "საუთჰემპტონის" გუნდში მალევე დიდი წარმატება მოუტანა გუნდს, რის შესახებაც კმაყოფილებას თავად ფეხბურთელებიც არ მალავენ და პირიქით, დადებითი ემოციებით საუბრობენ იმ ახალ ტაქტიკაზე, რაც მოურისიოს მოსვლამ მოუტანა მათ.აშკარაა, რომ გუნდში პროგრესი შეინიშნება.მოგეხსენებათ, გუნდი უმაღლეს ლიგაში
მე-11 ადგილზეა.
image

"საუთჰემპტონის" ნახევარმცველი ადამ ლალანა ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს; -"მას შემდეგ, რაც არგენტინელი სპეციალისტი სათავეში ჩაგვიდგა, აშკარაა ის ფაქტი, რომ ბრწყინვალედ ვთამაშობთ...და ეს არის სწორედ მატჩის ბოლოს დაფიქსირებული
imageანგარიში...როდესაც მოურისიო გუნდში მოვიდა, მან ახალი ტაქტიკა მოგვიტანა, რაც ადვილად ავითვისეთ" - ამბობს ლალანა და მოურისიოს წარმატებებზე საუბარში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პოჩეტინომ 10 მატჩიდან 15 ქულა მოუპოვა გუნდს, გუნდი კი თითო მატჩში 1, 5 ქულას იღებს მხოლოდ.-"მარტო მოურისიო აკლდა გუნდს და ის უკვე ჩვენთანაა" - აცხადებს ლალანა.

image
მისი განმარტებით, მოურისიოს საუცხოოდ გამოსდის თამაშში ფეხბურთელების აქტიური ჩართვა, რაც "საუთჰემპტონის" ერთ-ერთი ბრწყინვალე ფეხბურთელის ჯეი როდრიგესის დახასიათებით ახსნა. "მოურისიოს მოსვლის შემდეგ ჯეი შეუჩერებელი გახდა და ბრწყინვალედ თამაშობს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჯეი მაღალი დონის ფეხბურთელია და იგი სწორედ ამას ამტკიცებს".

შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ "წმინდანები", ასეთებად იცნობენ ინგლისის "საუთჰემპტონის"გუნდს ფეხბურთის გულშემატკივრები, მე-11 ადგილზე მხოლოდ 37 ქულით იმყოფებიან.


image
ვინ იცის, იქნებ გუნდი სეზონის დასრულებამდე სამეულში თუ არა, ხუთეულში მაინც ვიხილოთ.

3
33
27-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
33
  
2013, 13 აპრილი, 12:37
კარგი სტატიაა ;)
2013, 8 აპრილი, 21:30
ძალიან კარგი სტატიაა.D:
2013, 8 აპრილი, 20:14
კარგია, კარგად ერკვევით ფეხბურთში
0 1 3