x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის სარკეში არეკლილი სურათები

image
ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა დანიელ კუკლამ (Daniel Kukla) სრულიად ახალი კრეატიული ფოტოგრაფიები შემოგვთავაზა. მან წარმოგვიდგინა სურათები, სადაც მოლბერტის მაგივრობას სარკეები ასრულებენ. მოხერხებულად შერჩეული და სათანადო კუთხით დადგმული ეს სარკეეები აირეკლავენ გარემომცველ პეიზაჟს. ამ მეთოდით გადაღებული სურათებით ფოტოგრაფმა მთელი სერია შექმნა.

სურათები ულამაზესია და ორაზროვანი, მოითხოვს გამჭრიახ გონებას და ხშირად გადატანითი მნიშვნელობა აქვს. სარკე ხომ ოდითგანვე ჯადოსნურ და იდუმალ ნივთად ითვლებოდა, მას მიეწერებოდა ბევრი ბოროტი და კეთილი თვისება. სარკეს დიდი შესაძლებლობები აქვს, მან შეიძლება აირეკლოს ცა, ღრუბლები, მზე, ვარსკვლავები, ადამიანები... ასევე დასამახსოვრებელი მომენტები, მოვლენები, ადამიანის ხასიათები თუ ნიღბები.

თუ როგორ აირეკლავს სარკე, ეს დამოკიდებულია არეკვლის კუთხეზე, სხვადასხვა კუთხით ერთი და იგივე საგანი შეიძლება სულ სხვადასხვაგვარი გამოჩნდეს. ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს დანიელ კუკლას ფოტოსურათების ხილვა. გადავავლოთ თვალი ამ უცნაურ სურათებს და ცოტა ხნით მოვწყდეთ რეალურ სამყაროს.

imageimageimageimageimage




3
33
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
33
  
2013, 28 ოქტომბერი, 23:11
აუცილებლად...
2013, 28 ოქტომბერი, 23:09
და ლამაზი:)
2013, 28 ოქტომბერი, 23:05
საინტერესო ინსტალაციაა.
0 1 3