x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
2014 წლის "ევროვიზიაზე" ტრანსექსუალი მიიღებს მონაწილეობას.
დიახ, სათაური სწორად წაგიკითხავთ და არ მოგჩვენებიათ, ვინაიდან ავსტრიის შესარჩევ ტურში გადაწყვეტილება მიიღეს და 2014 წლის მუსიკალური შოუს "ევროვიზიონი"-ს ერთ-ერთი მონაწილე იქნება, არც მეტი და არც ნაკლები ტრანსექსუალი ვინმე "Conchita Wurst"-ი. ამან მართალია გამოიწვია საზოგადოების დიდი მასის აღშფოთება და პროტესტი, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. Facebook-ის გვერდზე კი შექმნილია გამოკითხვები თემით-“No to Conchita Wurst at the song contest” (არ უნდა მიიღოს მონაწილეობა Conchita Wurst-მა ევროვიზიონზე) და მას 38 500-ზე მეტი მომხრე თუ თაყვანისმცემელი ჰყავს ამ დრომდე.


მომღერალ-ტრანსექსუალი ეკრანზე ხალხის წინ პირველად 2006 წელს
Tom’s alter-ის სახელით წარსდგა სატელევიზიო ტალანტშოუ "ვარსკვლავურ მანიაში", ხოლო მას შემდეგ კი 2011 წლამდე აღარ გამოჩენილა, ახლა კი ხალხს ის ახალი სახელით-Conchita Wurst-ით, ახალი ამბიციითა და იმიჯით გამოეცხადა. რაღა თქმა უნდა ატარებს ქალის ტანსაცმელს, მაკიაჟს და ყველა სხვა საჭირო ინვენტარსა და აქსესუარს და აქვე ჩვენდა გასაოცად, აქვს მოშვებული ე.წ. "ბლანჟე" (წვერ-ულვაში). ამასთან დაკავშირებით კი აკეთებს განცხადებას: "ხალხის თვალში ასე მეტი ეფექტი მექნება და მე ვთვლი, რომ 21-ე საუკუნეა და ყველას აქვს სრული უფლება იცხოვროს ისე, როგორც მოესურვება, რადგან ამით არავინ ზარალდება. მე კვლავაც ვიბრძოლებ დისკრიმინაციისა და შემწყნარებლობის წინააღმდეგ".


ყოფილი Tom’s alter-ი და აწ Conchita Wurst-ი ამბობს, რომ მის სხეულში ახლა ორი გული ცემს, ერთი ავსტრიელი ადამიანის და მეორე კი კოლუმბიის ცხელი მომღერლის და ასე ორად ცხოვრება მშვენიერი და სახალისოა, რადგან შეუძლია შეერწყას ყველა იმ ფანტაზიას, რაც კი ოდესმე სურდა.



გთავაზობთ Conchita Wurst-ის ფოტოებს:



image
imageimage

imageimage

image

image

(პირადად ჩემთვის ამაზრზენია ამ სახის ყურება, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ გადასარევად მღერის, არაჩვეულებრივი შესრულება იყო ჩემს მიერ მოსმენილი მისი ორი სიმღერა)

5
44
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
44
  
2013, 28 ოქტომბერი, 16:23
საშინელებაა რა, სტატიას 100 ლაიქი:)
2013, 28 ოქტომბერი, 13:30
რა ვქნა, რა ვიღონო, ვერ ვარ ასეთების მიმართ შემწყნარებელი და ჩამქოლეთ თუ გინდათ:((
2013, 28 ოქტომბერი, 12:29
არ შემიძლია მისი ფოტოს ყურება.... ჩემს თვალში საშინელებააა....
2013, 28 ოქტომბერი, 12:27
ღმერთო შეგვინდე ყველას ცოდვები
2013, 28 ოქტომბერი, 12:23
შეგხვდება ქუჩაში და გაიგე-კაცია თუ ქალია. :((
0 1 5