x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ცუდი ხელოვნების მუზეუმი
1993 წელს ანტიკვარიატით მოვაჭრე სკოტ უილსონმა, ბოსტონის ქუჩაში სეირნობისას სანაგვე ურნაში შეამჩნია გადაგდებული ნახატი. იგი იმდენაც ცუდად იყო დახატული, რომ სკოტის აზრით, მუზეუმში უნდა ყოფილიყო გამოფენილი. ოღონდ არა ჩვეულებრივ, არამედ ცუდი (!) ხელოვნების მუზეუმში! მაგრამ რამდენადაც ამგვარი მუზეუმი არ არსებობდა, უილსონმა გადაწყვიტა თავად დაეარსებინა იგი.


ასე შეიქმნა ცუდი ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ ერთი ექსპონატი იყო, ხოლო თავად "მუზეუმი" განთავსდა სკოტის მეგობრის ბინაში.


დღეს კი ცუდი ხელოვნების მუზეუმში 600-ზე მეტი ექსპონატია 3 საგამოფენო დარბაზში დაცული და წლიურად 8000 ადამიანი სტუმრობს.


ყოველთვიურად 20-ზე მეტი განაცხადიდან მუზეუმის რედკოლეგია 5 "საუკეთესოს" ირჩევს. მთავარია, ნახატი არ იყოს სპეციალურად ცუდი ხელოვნების მუზეუმისთვის შესრულებული, რადგან ამგვარ ნამუშევარში მთავარი - "სული" არ იგრძნობა. აქ წარმოდგენილი ექსპონატები, რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ სხვა, მილიონობით ცუდი ნახატისგან იმით განსხვავდება, რომ მათში იგრძნობა ორიგინალობა, აზრი, რომელიც მნახველამდე მიდის და სიუჟეტი, რომელიც არ არის მოსაწყენი.



წარმოგიდგენთ ამ მუზეუმის ექსპონატებიდან რამდენიმეს ფოტოს.


1. "ლუსი ზეცაში ყვავილებით". ეს არის ის პირველი ნახატი, რომელიც საფუძვლად დაედო მუზეუმის შექმნას.


image


2. "მონა ლიზა - და ვინჩის ინტერსექსუალური ინტერპრეტაცია"


image


3. "მადონა ბავშვით"


image


4. "შთაგონება"


image

5. "პაულინა ისვენებს"


image


6. "შიშველი ქალი იღლიას იქავებს"


image


7. "იაპონელ ქალს, დაცემინების შემდეგ, სხეულის კატასტროფული ნაწილი გამოუჩნდა"


image



8. "ბიკინებიან ქალს სრულიად არ აღელვებს ცეცხლის ალი, რომელიც მას შთანთქავს"


image

9. "ჯინას დემონები"


image


10. "ავტოპორტრეტი"


image

11. "მარტის სიგიჟეები"


image


12. "კიბის ქვეშ მცხოვრები ანას საიდუმლოებები"


image


12. "შეყვარებული ხეები"


image



13. "ქარიანი დღე"


image


14. "უბიწობის პორტრეტი: გოგონა, თეთრ კაბაში და ჩალის ქუდში, მინდორში გვირილებს აგროვებს"


image


15. "მზის ჩასვლა სანაპიროზე"


image


16. "საოჯახო პორტრეტი: დედა და ქალიშვილი"


image


17. "აკრობატი"

image



იმედია "ისიამოვნეთ"...

2
203
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
203
  
2013, 29 ოქტომბერი, 13:58
ძალიან მომეწონა "ქარიანი დღე", იმდენად, რომ ჩამოვტვირთე. :)
2013, 28 ოქტომბერი, 15:09
ჰაჰაჰაჰაჰა ძალიან მაგარი იყო....ძალიან ბევრი ვიცინეეე :D:D:D ხელოვნების მოყვარული არ ვარ მაგრამ ამ სურათებმა ძალიან აღმაფრთოვანეს.....ძალიან კარგი სტატია იყო ) :*
0 1 2