x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
აივაზოვსკი-ზღვის სულის უბადლო მხატვარი
image
ზღვას თავისი სული აქვს . ზღვა ღელავს და ლაპარაკობს. ის ადამიანის გულსა და გონებაში წვდომის ხელოვნებას ფლობს. აბობოქრებული წყლის სიღრმეები მრავალ საიდუმლოს იტევს. მოლურჯო-მომწვანო წყლის ღელვა ყოველდღე სხვადასხვაგვარია. ბუმბერაზი კაცივით გულისცემას აყოლილი ტალღა თითქოს ყოველ წუთს განსხვავებულად ფიქრობს. ზღვის უკიდეგანო ბუნების ამოცნობა ბევრმა ხელოვანმა სცადა. მისი სიღრმის ბრტყელ სივრცეზე გადატანა ბევრს მოუნდომებია, მაგრამ აივაზოვსკის მსგავსად ეს ვერავინ შესძლო. იგი ღამის ზღვას დღე ხატავდა და მერე "მეცხრე ტალღის " დანახვისას ადამიანს უტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ თვითონაც ხომალდზე იყო და ქარიშხალში მოცეკვავე ტალღებს ებრძოდა. სომეხი წარმოშობის მარინისტი მხატვრის ნამუშევრები ხელოვნებიბის უბადლო ნიმუშებია.

image

ივან კონსტანტინეს ძე გაივაზოვსკი 1817 წლის 17 ივლისს ფეოდოსიაში დაიბადა. ბავშვობაში მომავალი მხატვარი სახალხო გმირობაზე ოცნებობდა. მის ქალაქში ხშირად უშვებდნენ ღუზებს საბერძნეთისა და თურქეთის გემები. მერე ნახა ლიტოგრაფიები რომელზეც ასახული იყო თურქეთისაგან საბერძნეთის გასათავისუფლებად გამართული ომები. ზღვაზე მებრძოლი გმირების გამარჯვების რომენტიკამ გაივაზოვსკიში ხელოვნებისადმი ლტოლვა გააღვიძა.

image
ბედნიერი შემთხვევის წყალობით ივანი 1833 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მოხვდა. მისმა ნახატებმა მალევე მიიქციეს ყურადღება. 1835 წელს ეტიუდისათვის ღირსების მეორე ხარისხის მედალი მიენიჭა. 1837 წელს კი მისმა ექვსმა ნამუშევარმა, რომელიც ერთ-ერთ გამოფენაზე წარდაგინა, მსოფლიო აღტაცება გამოიწვია და პირველი ხარისხის ოქროს მედლის მფლობელიც გახდა. ივან გაივაზოვსკიმ 1841 წელს გვარი შიცვალა და აივაზოვსკი გახდა. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოგზაურობაში გაატარა. 1844 წელს მოგზაურობიდან რუსეთში დაბრუნებულ მხატვარს აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს, სამხედრო საზღვაო უწყებამ კი ადმირალის მუნდირის ტარების უფლება მისცა. აივაზოვსკი არასდროს უკეთებდა კოპირებას საგნებს და მოვლენებს, იგი იმახსოვრებდა სასურველ სურათს და მხოლოდ საკუთარი თვალის მეხსიერების წყალობით ხატავდა.


სიცოცხლის განმავლობაში მარინისტმა შემოქმედმა 6000-ზე მეტი ტილო შექმნა. ის არჩეულ იქნა ხუთი სამხატვრო აკადემიის წევრად, მიღებული ჰქონდა უამრავი ორდენი.

ივან აივაზოვსკი 1900 წლის 19 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

ქეთი გაბინაშვილი

0
838
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0