x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მალარია "მსოფლიო სენი" გავრცელდა საქართველოში :((
image

მალარია – მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მხოლოდ მალარიით დაავადებული ადამიანი, ან გამეტომტარებელი. ინფექცია გადაეცემა კოღოების სხვადასხვა სახეობებით.

ეტიოლოგია. განასხვავებენ მალარიის გამომწვევების 4 სახეობას, რომლებიც იწვევენ დაავადების დამოუკიდებელ სახესხვაობებს. Plasmodium vivax წარმოადგენს სამდღიანი მალარიის გამომწვევს, Pl.malarie – ოთხდღიანი, Pl.falciparum – ტროპიკული მალარიის გამომწვევებს; მეოთხე გამომწვევი – Pl.ovale – იწვევს დაავადებას, რომელიც კლინიკურად მსგავსია სამდღიანი მალარიისა.


მალარიის გავრცელება!!!!



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით დედამიწის 2 მილიარდზე მეტი ბინადარი მალარიით დაავადების რისკის ქვეშაა. მალარიით ყოველწლიურად 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება და 1-დან 3 მილიონამდე იღუპება, ძირითადად _ ტროპიკული მალარიით, მათგან 1-1, 5 მილიონი – მცირეწლოვანი ბავშვია.
საქართველოში, ამჟამად, მალარიის ადგილობრივი შემთხვევები გავრცელებულია ძირითადად კახეთსა და ქვემო ქართლში.

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი ან პარაზიტმატარებელი, მალარიის ბუნებრივი გადამტანია კოღო ანოფელესი.
არამალარიული კოღოსგან მალარიის გადამტანი კოღო მრავალი ნიშნით განსხვავდება: იგი ჭერზე ჩამოკიდებულია ვერტიკალურად, კედელზე ან საგნის ზედაპირზე კუთხით ზის – თავი ზედაპირისკენ აქვს დახრილი, მუცელი ზევით; არამალარიული კოღო ჭერზე და კედელზე ერთნაირად – ზედაპირის პარალელურად ზის.
შესაძლებელია მალარიის გადაცემის სამი გზა:
კოღოს კბენით;
დაავადებული დედისაგან ნაყოფზე ან ახალშობილზე მშობიარობის დროს;
ინფიცირებული სისხლის გადასხმით.
საქართველოში მალარიას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. კოღოს მიერ დაავადების გადაცემა ხდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

image

0
405
3-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0