x
image
მანჩო 777
ყველაზე ძნელადმისადგომი მონასტრები მსოფლიოში
სხვადასხვა რელიგიის მონასტრებს შორის განსაკუთრებით ბუდისტური მონასტრები გამოირჩევიან თავისი მიუწვდომელი მდებარეობით. ბუდისტები ცდილობდნენ მონასტრები ისეთ ადგილას აეშენებინათ, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს შეძლებოდა მისი მონახულება და ბუდისტი ბერებიც უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ღმერთთან.მიუხედავად ამისა, ქვემოთჩამოთვლილი მონასტრები უკვე არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ და მათთან გაყვანილია სპეციალური გზები ხიდებისა და კიბეების სახით.

მიუხედავად მათი ერთი შეხედვით სახიფათო ადგილმდებარეობისა, მონასტრები შესანიშნავადაა შენარჩუნებული და ძველებურად დიდებული და ულამაზესია.

1. მეტეორის მონასტერი, საბერძნეთი.

image


ეს არის სამონასტრო კომპლექსი, აშენებული XV საუკუნეში, თავის დროზე კომპლექსი ითვლიდა 24 მონასტერს, მათგან დღეისათვის შენარჩუნებულია 4, რომლებშიც ახლაც ბერები ცხოვრობენ. თავიდან მონასტრებისაკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული იყო და მხოლოდ 1920 წელს გამოკვეთეს კლდეში საფეხურები, რომ უფრო გაიოლებულიყო მონასტრამდე მიღწევა.

imageimage

2.ბუდისტური მონასტერი ტაუნგ-კალატი, მიანმა.

image

მონასტერი მდებარეობს მიანმაში 737 მეტრი სიმაღლის მთაზე. მონასტრამდე რომ მიაღწიო, უნდა აიარო 777 საფეხური.თუმცა ამ გზის გავლა ნამდვილად ღირს, რადგან მთაზე ასვლისას გასაოცარი სილამაზე გადაიშლება თვალწინ.

image

3.ტაკცანგ-ლაკხანტის ბუდისტური მონასტერი, ბუტანი.

image

ადგილი, სადაც ეს მონატერია აგებული, საკმაოდ სახიფათოა და "ვეფხვის ბუდეს" უწოდებენ. ესაა 900 მეტრზე მეტი სიმაღლის კლდე, რომელსაც საკმაოდ ციცაბო, თითქმის ვერტიკალური გვერდები აქვს. მონასტერი ხშირად იფარება სქელი ნისლის საფარველით, რაც კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ანიჭებს მას.

image

4.პანაგია-სუმელას მონასტერი, თურქეთი.

image

მონასტერი მდებარეობს 1200 მეტრი სიმაღლის მთაზე და იგი დაარსებულია 386 წელს.სიძველის გამო ის ძალიან მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და ტურისტების ინტერესის საგანს წარმოადგენს. ლეგენდა გვიამბობს, რომ მონასტერი დააარსა ორმა ბერმა, რომლებმაც მთის გამოქვაბულში იპოვეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.მონასტერი რამოდენიმეჯერმე იქნა აღდგენილი, ხოლო VXVII საუკუნეში მიიღო თავისი საბოლოო სახე.

image

5.დაკიდებული მონასტერი, ჩინეთი.

image

მონასტერი აგებულია ფაქტიურად კლდეზე 75 მეტრ სიმაღლეზე. მას იჭერს კლდეში გაკეთებული კორიდორები და ხის ბოძები. მონასტერი აერთიანებს 40 დარბაზს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდებით, კორიდორებითა და სპეციალური გადასასვლელებით.

image

4
737
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
737
  
2015, 13 მარტი, 17:04
ვაიმე სუმელას მონასტრისკენ მგზავრობისას როგორ მეშინოდა, თან ორივეჯერ ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იყო და სულ მეგონა ხრამში გადავვარდებოდი :( მაგრამ საოცარი სილამაზე ვიხილე, როგორც მონასტერში, ასევე მის გარეთ ხედი.
2013, 25 ოქტომბერი, 9:34
კი, ნამდვილად იმსახურებს.
2013, 25 ოქტომბერი, 8:41
მართალი ხართ:) შეიძლება ამ სიას დავუმატოთ.
2013, 25 ოქტომბერი, 2:40
კაცხის სვეტიც არ არის იოლი მისადგომი.
0 1 4