x
image
მანჩო 777
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის
პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლის ალშია გახვეული. მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედევრი უკვე რამდენიმე საათია იწვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.



image



ნოტრ-დამთან (პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მეორე სახელწოდებაა) უამრავი ადამიანია თავშეყრილი. ისინი მწუხარებით ადევნებენ თვალს ტაძრიდან ამომავალი კვამლის და ცეცხლის ენებს. ბოლო ხანებში ტაძრის გარკვეული ნაწიული დაფარული იყო ხარაჩოებით, რადგან ნოტრ-დამში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ხანძარი სწორედ ამ ადგილას გაჩნდა და სწრაფად მოედო მთელ შენობას, თუმცა მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პარიზის მერმა ანნ იდალგომ განაცხადა, რომ მეხანძრეები მთელი ძალით ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. ჩამოშლილია ტაძრის გუმბათი და ბაზილიკის დიდი ნაწილი. პარიზის მერის თქმით "ეს არის საშინელი ხანძარი და დიდი ტრაგედია საფრანგეთისათვის".








პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი —გოთიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევს რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.



image

2
45
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
45
  
2019, 16 აპრილი, 0:02
საშინელებაა, ძალიან დამწყდა გული. იმედია, შეგნებულად არაა გაჩენილი ხანძარი, თუმცა ეს უკვე არაფერს არ ცვლის :(
2019, 15 აპრილი, 23:40
ეჰ, ამაზე ცუდი ამბავი კარგი ხანია არ მსმენია , ეს მხოლოდ ფრანგი ხალხის დანაკარგი არ არის , ცივილიზებულმა მსოფლიომ განიცადა უდიდესი კულტურული დანაკარგი ...
0 1 2