x
image
natia.a
რა ცვლილებებია მართვის მოწმობის გამოცდებში
imageარის! ასრულდა!


ალბათ ასეთი რეაქცია ექნება ბევრს, როცა გაიგებს, რომ 2013 წლის ბოლოდან საქართველოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი ხდება როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ინტერპრესნიუსი შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით.


შესაბამისად, თუკი გამოცდას ე.წ. "ავტომატიკაზე" ჩააბარებთ, უფლება გექნებათ მართოთ მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე მანქანა. მექანიკაზე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი ორივე ტიპის მანქანის მართვა შეგიძლიათ.


გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე იგეგმება ლაბორატორიის განთავსებაც, სადაც მართვის მოწმობის აღებისას, საშუალება გექნებათ თქვენი სისხლის ჯგუფი და რეზუსიც დაადგინოთ. ხოლო თუ სისხლის დონორობას გადაწყვეტთ, მაშინ 4 სახის ვირუსზე უფასო გამოკვლევებიც ჩაგიტარდებათ.



მოკლედ, წარმატებულ და უსაფრთხო მძღოლობას გისურვებთ!

11
1105
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1105
  
2013, 17 ოქტომბერი, 16:24
არის! ასრულდა!...ანუ მანქანას ვყიდულობ??? :))))))))))))...მაგარია..
2013, 17 ოქტომბერი, 12:12
რა დროს ვიღე პრავა ;(
2013, 17 ოქტომბერი, 10:18
არა, რა თქმა უნდა, გამოცვლას გამოცდა არ სჭირდება. რღაც თანხაა მხოლოდ გადასახდელი.
2013, 17 ოქტომბერი, 10:06
საინტერესოა!
2013, 17 ოქტომბერი, 10:05
13 წელია მაქნას ვმართავ და ეხლა როგორ იქნება, მართვის მოწმობის გამოცვლას რომ დავაპირებ თავიდან ჩავაბარებ , ალბათ?
2013, 16 ოქტომბერი, 13:54
სულ მარჯვენა საჭიანი მანქანები გვყავს და ასე ვერ ვსწავლობ, აზრი არ აქვს, ვერ ჩავაბარებ, ბილეთები კი დავიზეპირე, მაგრამ რათ მინდა?
2013, 16 ოქტომბერი, 13:52
მე ბილეთები არ ვიცი:(
2013, 16 ოქტომბერი, 13:51
ბილეთები ვიცი, მაგრამ სხვა დანარჩენის რა გითხრა :)) მართვის მოწმობის საიტიდან ამოვყავი სწორედ ინტერმედიაზე თავი და შემოვრჩი :)
2013, 16 ოქტომბერი, 13:42
ჩემ ქმარს უნდა ძალიან რომ ვისწავლო და მაჩქარებს:)
2013, 16 ოქტომბერი, 13:38
ჩემზე წინ ყოფილხარ:)) მე ჯერ მხოლოდ სურვილი მაქვს:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10