x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ახალგაზრდა კაცი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

imageკემეროვის ოლქში, კისელევსკის მაცხოვრებელი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა.იგი ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა, შემდეგ წამოდგა და გაიქცა.სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.პოლიციამ დაიწყო ინციდენტის შესწავლა, აღმოჩნდა, რომ 23 წლის ახალგაზრდა თავის მეგობრებთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.იგი წაეკამათა თავის მეგობარ გოგონას, შემდეგ აივანზე გამოვიდა, დაკარგა წონასწორობა და გადმოვარდა.რაც შეეხება ავტომობილ Toyota-ას, რაზეც "დაფრინდა" "კისელევსკელი ნინძა", დაზიანებული აქვს წინა ფარები და ბამპერი.image
სხვათა შორის რუსეთში ამისთანა ფაქტები ცოტა არაა, როდესაც ადამიანი მაღალსართულიან სახლიდან გადმოვარდა და გადარჩა.2012 წლის თებერვალში მოსკოვში, 50 წლის მთვრალი მამაკაცი მე-11 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა.2011 წლის 24 სექტემბერს ზელინოგრადში 23 წლის ახალგაზრდა კაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა, თუმცა სახის და თავის ქალის ძლიერი დაზიანება მიიღო.2011 წელს ქალაქ ტობოლსკში უმეთვალყურეოდ დატოვებული 6 წლის ბიჭუნა გადმოვარდა და გადარჩა, თუმცა მიიღო მძიმე ტრამვები.ამისთანა შემთხვევები ბევრ სხვა ქვეყანაშიდაც ხდება.ყველაზე წარმოუდგენელი და სენსაციური შემთხვევა იყო ა.შ.შ-ში 2010 წელს.ნიუ-ორკელი 22 წლის თომას მაგილი 39-ე სართულიდან გადმოვარდა, იფრინა 122 მეტრი, საათში 200 კმ. სისწრაფით და დაეცა ეზოში მდგარ Dodge Charger-ს.ჩაამსხვრია უკანა მინა და შეფრინდა ავტომობილის სალონში, რის წყალობითაც ცოცხალი გადარჩა.

2
162
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
2013, 13 ოქტომბერი, 16:45
)))))..რა გულიანად გამაცინე!!!!
2013, 13 ოქტომბერი, 16:33
მფრინავი სვანი იქნებოდა ეგა....
0 1 2