x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ შევარჩიოთ ფანქარი თვალის მოდური მაკიაჟის შესაქმნელად
თვალებზე მოდური ისრების დასახატად ოდრი ჰეპბერნის, ემი ვაინჰაუსის ან ლანა დელ რეის სტილში საჭიროა ცოტაოდენი მომზადება და კარგი ფანქარი. ფანქარი არის უნივერსალური პროდუქტი, რომელიც ხაზს უსვამს და გამოყოფს თვალებს, ასევე შეუძლია მისი ფორმის კარდინალურად შეცვლა.

image

Dior-ის ვიზაჟისტის რჩევით ისრების ფორმის არჩევისას გაითვალისწინეთ თვალის ინდივიდუალური აგებულება. გრაფიკული ხაზი ქმნის ტონს მთლიანი მაკიაჟისთვის. დღეს-დღეობით ყველაზე მოდურად რჩება კლასიკური ისარი, რომელიც წვრილად დახაზულია თვალის შიდა კუთხიდან გარეთ მიმართულებით.
Dior-ის ჩვენებებზე თვალის მაკიაჟში ყოველთვის წარმოდგენილია საფირმო ისარი კლასიკურ სტილში და სხვადასხვა ფერებში.

image


Christian Dior-ის შემოდგომა-ზამთარი 2013/14 კოლექცია


დღესდღეობით არსებობს მრავალფეროვანი ფორმის და შემადგენლობის ფანქრები, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი გემოვნების მქონე ქალბატონებისთვის.

ძირითადად გამოიყოფა ხუთი სახით ფანქარი:

1. მყარი ფანქარი, რომელიც განკუთვნილია დამწყებებისთვის, რადგან მისი მეშვეობით ხატვა ადვილია. თუ ხაზი არასწორი გამოგივიდათ, შესაძლოა მისი დატუშვა. მაგრამ ფანქარი არ გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და დღის ბოლოს იდღაბნება და კარგავს ფერს.


2. თხევადი ფანქარი წარმოდგენილია ფლომასტერის ან პატარა ფუნჯიანი ტუბის სახით. მას მკვეთრად გამოხატული პიგმენტი გააჩნია, ამიტომ მისი მეშვეობით ხატვა უფრო რთულია. თუმცა წვრილი ფუნჯი შესაძლობლობას იძლევა შექმნათ როგორც ვიწრო, ასევე განიერი ხაზი. თხევადი ფანქარი ითვლება ყველაზე მდგრად საშუალებად.


3. ფანქარი-გელი გამოდის მრგვალ ქილებში და მოითხოვს დამატებით ფუნჯის შეძენას. თუმცა შეგიძლიათ მოსახერხებელი ფუნჯი თავად შეარჩიოთ. გელი უფრო ეკომონიურია და იძლევა კაშკაშა ფერს.


4. კრემისებური ტექსტურის ფანქარი ახალი საშუალებაა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს- გამოიყენება smokey eyes-ს, კატისებური თვალების შესაქმნელად ან ქუთუთოზე სქელი ფენის დასადებად.

5. კაშკაშა პიგმენტის შემცველი თვალის ჩრდილებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის შემოსახატად. გამოკვეთილი ფერის და ხაზის მისაღებად გამოიყენეთ ჩრდილების სველად წასმის ტექნიკა.



0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0