x
image
worldsport.ge
გიუნდოგანით “მანჩესტერ იუნაიტედიც” დაინტერესდა

imageდორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა, ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, შეიძლება კლუბი დატოვოს. Daily Star-ის ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებით, ამ ზაფხულს “ბარსელონა” და “არსენალი” იყვნენ დაინტერესებულნი. ახლა კი, მსურველებს “მანჩესტერ იუნაიტედიც” შეემატა. ახლახან, ბრიტანულმა სააგენტოებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა 50 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს.
მიმდინარე სეზონში გიუნდოგანმა ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რადგან გერმანიისა და პარაგვაის ამხანაგურ მატჩში (3:3) მძიმე ტრავმა მიიღო.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0