x
image
worldsport.ge
„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგამ“ სტარტი აიღო, სუპერთასი ჩემპიონს დარჩა!
image6 ოქტომბერს, სპორტკომპლექს „არენაზე“, მინი ფეხბურთში „ბიზენსის ჩემპიონთა ლიგის“ I ტურის შეხვედრები გაიმართა. რიგით მეექვსე გათამაშება, „ოქროს ლიგაში“ მონაწილე გუნდებმა გახსნეს.
პირველები პარკეტზე „პსპ“-სა და „სატრანსპორტო კომპანიის“ გუნდები გავიდნენ. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და საბოლოოდ, „ფარმაცევტების“ გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
ტურის მეორე დაპირისპირება კი „DHL“-სა და „ერისთავის იურიდიულ ჯგუფს“ შორის გაიმართა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და უდავოდ, ტურის საუკეთესო მატჩის სტატუსიც დაიმსახურა. ლიგის შარშანდელმა ფინალისტმა, „ერისთავის იურიდიულმა ჯგუფმა“, ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 4:4 დამთავრდა.
დღის ბოლო დაპირისპირება კი „პროგრეს ბანკისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტის“ გუნდებს შორის გაიმართა. ბანკირებმა იოლად იმარჯვეს - 4:1.image

გუშინვე, გაირკვა სუპერთასის მფლობელის ვინაობაც. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს, გასული სეზონის „ოქროს ლიგის“ ჩემპიონი „ნატახტარი“ და თასის მფლობელი „პატრული“ დაუპირისპირდნენ. ფინალური მატჩი ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა და მისივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 6:1 დასრულდა.
სუპერთასის გამო, ტურის ერთი შეხვედრა, რომელიც „ნატახტარსა“ და „ალგოს“ შორის უნა გამართულიყო, გადაიდო.
ტურის საუკეთესო ფეხბურთელად, „ერისთავის იურიდიული ჯგუფის“ ათი ნომერი, გია ნინოშვილიდასახელდა. ტურის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:image

ჩიტორელიძე (პსპ), ჯაფარიძე (ერისთავი), ჩხაიძე (პროგრეს ბანკი), დარსაველიძე (TTC), ბადალაშვილი (DHL), ნინოშვილი (ერისთავი)


რაც შეეხება “ვერცხლის ლიგის“ გათამაშებას, იგი 13 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს.


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2013/14 წ.წ სეზონი. „ოქროს ლიგა“. I ტური
თბილისი. სპორტკომპლექს „არენა“. 06.10.2013
TTC (სატრანსპორტო კომპანია) – PSP 1:4
გოლები: კაკუბერი (0:1), დემურაშვილი (1:1), კვირკველია (1:2), კაკუბერი (1:3), კახობერაშვილი (1:4)
TTC (სატრანსპორტო კომპანია): 1. სიბაშვილი, 3. გიგაური, 4. ქართველიშვილი, 7. ღლონტი, 12. კელენჯერიძე, 13. ოდიკაძე სათადარიგოები: 2. დარსაველიძე, 5. დემურაშვილი, 6. გაგუა, 8. თუქჩიშვილი, 9. ბერიშვილი, 11. კობახიძე
PSP: 13. ჩიტორელიძე, 3. კვირკველია, 10. კაციტაძე, 11. მამარდაშვილი, 20.სარდანაშვილი, 99. კაკუბერი სათადარიგოები: 1. შარაშიძე, 6. ყუფარაძე, 7. მირგატია, 5. ქავთარაძე, 8. მეგრელიშვილი, 9. გურგენიძე, 21. კახობერაშვილი, image

DHL – „ერისთავის იურიდიული ჯგუფი“ 4 : 4
გოლები: ნაკანი (0:1), მგელაძე (0:2), ბადალაშვილი (1:2), ლომსაძე (2:2), კავთუაშვილი (3:2) ნინოშვილი (3:3), ნინოშვილი (3:4), ბადალაშვილი (4:4)
DHL: 1. გიორგობიანი, 18, კავთელაძე, 10. ლობჟანიძე, 11. მ. მენთესაშვილი, 7. კავთუაშვილი, 9. ბადალაშვილი


სათადარიგოები: 13. ბ. მენთესაშვილი, 3. ლომსაძე, 2. გარსევანიშვილი, 8. დვალი
„ერისთავი“: 1. მჭედლიშვილი, 3. სეფერთელაძე, 88. მგელაძე, 10. ნინოშვილი, 96. ჯაფარიძე, 8. ნაკანი სათადარიგოები: 7. მდივანი, 5. თავბერიძე, 9. ლაცაბიძე, 22. ჯავახიშვილი


imageპროგრეს ბანკი - საქართველოს უნივერსიტეტი 4:1
გოლები: ცერცვაძე (1:0), მ. მამუკაშვილი- ს.კ ( 2:0), ცერცვაძე (3:0), ჯანგავაძე (3:1), ქავთარაძე (4:1)
პროგრეს ბანკი: 1. ასანიძე, 10. ჩხაიძე, 41. ჩიხრაძე, 9. ხლაპუსტოვი, 20. ცერცვაძე, 22. მიქაძე.

სათადარიგოები: 11. ქავთარაძე, 5. ჩხაიძე, 2. ფანჩულიძე, 7. იმედიძე, 21. ხადიშვილი, 3. კარაპეტიანი
საქართველოს უნივერსიტეტი: 1. ტატიშვილი, 6. ლაბაძე, 4. ივეჩიანი, 9. კორნაევი, სხირტლაძე, 3. ლ. მამუკაშვილი სათადარიგოები: 15. მ. მამუკაშვილი, 13. ჯანგავაძე, 10. უხურტგუნაშვილი, 5. ჯორჯი, 11. ბიძინაშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერთასი 2012-13
ნატახტარი - პატრული 6:1
გოლები: მაყაშვილი (1:0), სეფერთელაძე (2:0), გოგოხია (3:0), კაპანაძე (4:0), რაქვიაშვილი (4:1), გოგოხია (5:1), აფაქიძე (6:1)
ნატახტარი: 12. გონგაძე, 2. მაყაშვილი, 13. ხამხაძე, 14. მშვიდობაძე, 10. სეფერთელაძე, 5. ქუცურუა

სათადარიგოები: 1. საბაშვილი, 4. კაპანაძე, 77. აფაქიძე, 9. ღარიბაშვილი, 33. თოფურია, 6. დარჩია, 8. გოგოხია
პატრული: 1. ფურცელაძე, 6. მამფორია, 10. ჯღარკავა, 5. რაქვიაშვილი, 7. ლუკავა, 14. დევიძე, 13. გელაშვილი სათადარიგოები: 3. ხახვიაშვილი, 14 დევიძე


image


www.worldsport.ge





0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0