x
image
worldsport.ge
დეშამმა ნაკრებში რემი, სახო და ვარანი დააბრუნა

imageსაფრანგეთის საფეხბურთო ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, 11 ოქტომბერს ავსტრალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის, ხოლო 15 ოქტომბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ფინელებთან შეხვედრისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
დეშამმა, “მარსელის” ფორვარდ ანდრე პიერ-ჟინიაკის მაგივრად, ნაკრებში “ნიუკასლელი” ლოიკ რემი მიიწვია. ასევე, “სამფეროვნებში” კვლავ უხმეს მამადუ სახოს (“ლივერპული”) და რაფაელ ვარანს (“რეალი”).
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დეშამის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: უგო ლიორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), მიქაელ ლანდრო (“ბასტია”), სტივ მანდანდა (“მარსელი”).
მცველები: ერიკ აბიდალი (“მონაკო”), გაელ კლიში (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მატიე დებიუში (“ნიუკასლი”, ინგლისი), პატრის ევრა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ბაკარი სანია, ლორან კოსიელნი (ორივე “არსენალი”, ინგლისი), მამადუ სახო (“ლივერპული”, ინგლისი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ბლეზ მატიუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (“იუვნეტუსი”, იტალია), მუსა სისოკო, იოან კაბაი (ორივე “ნიუკასლი”, ინგლისი), კლემან გრენიე (“ლიონი”), სამირ ნასრი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი).
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), დიმიტრი პაიე, მატიე ვალბუენა (ორივე “მარსელი”), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია), ლოიკ რემი (“ნიუკასლი”, ინგლისი).
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის I შესარჩევ ჯგუფში, საფრანგეთის ნაკრები 14 ქულით მეორე ადგილზეა. ესპანეთს ამდენივე ქულა, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს. ამავე ჯგუფშია საქართველო, რომელსაც 5 ქულით მე-4 ადგილი უკავია. ქეცბაიას შეგირდები ბოლო მატჩს 15 ოქტომბერს, ალბასეტეში, ესპანელებთან ჩაატარებენ.


ბადრი კეთილაძის ფოტო
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0